ჰანსი ფლიკმა და ინიაკი პენიამ იჩხუბეს

ჰანსი ფლიკმა და ინიაკი პენიამ იჩხუბეს

Sport-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ჰანსი ფლიკსა და ინიაკი პენიას შორის დაძაბული საუბარი შედგა და ჩხუბით დასრულდა. საბოლოოდ, ბარსას მეკარემ გერმანელის მიერ ორგანიზებული გუნდური შეხვედრა დატოვა, რაც, სავარაუდოდ, მის სიტუაციას უფრო დაამძიმებს და სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დაბრუნების შანსს გაურთულებს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმის გამო, სეზონის სტარტზე ბარსელონას პირველი მეკარის სტატუსი პენიამ მოიპოვა და ვოიცეხ შესნის ტრანსფერის შემდეგაც არაფერი შეცვლილა, მაგრამ, მოგვიანებით, ჰანსი ფლიკმა გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი პოლონელს ეკუთვნის. ინიაკიმ გერმანელი მწვრთნელისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა, რაც კარგად არ დასრულდა.

გავრცელებული ცნობებით, გარდამტეხი ფაქტორი ის იყო, რომ პენიამ ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალურ მატჩამდე (ბილბაოს წინააღმდეგ) გამართულ შეხვედრაზე დააგვიანა. მიუხედავად იმისა, რომ ინიაკიმ შეცდომა აღიარა, ფლიკმა, რომელიც დისციპლინას დიდ ყურადღებას აქცევს, იგრძნო, რომ მას თვითკრიტიკა აკლდა და 25 წლის მეკარეს უბრძანა, ახალი როლი მიეღო. ამან პენია გაანაწყენა და საკუთარ მომავალზეც დააფიქრა.

შესნიმ ბარსელონას რიგებში პირველი მატჩი, ბილბაოსთან ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში გამართულ მატჩამდე 4 დღით ადრე, კოპა დელ რეიზე, მიმდინარე წლის 4 იანვარს ჩაატარა. პოლონელის დებიუტის შემდეგ, პენიამ მონაწილეობა მხოლოდ 3 მატჩში მიიღო, თანაც, აქედან ერთში ის ცვლილებაზე გამოვიდა, რადგან შესნი რეალ მადრიდთან დაპირისპირებაში (ესპანეთის სუპერ თასის ფინალში) მოედნიდან გააძევეს. ეს დისკვალიფიკაცია კოპა დელ რეიზეც გადადიოდა და, ამიტომაც, ფლიკი იძულებული იყო, კარში მომდევნო შეხვედრაშიც პენია დაეყენებინა. შესაბამისად, გამოდის, მას შემდეგ, რაც ინიაკიმ ფლიკის მიერ დანერგილი წესი დაარღვია, გერმანელმა ის შესნის მხოლოდ ერთხელ ამჯობინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 16 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #16 10 თებერვალი 2025 07:09
    0
    ჭორს გავს თუმცა მიკვირს რატომ აღარ ათამაშებს, ზეზოონი მან დაიწყო და კარგადაც დაიწყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #15 10 თებერვალი 2025 00:58
    0
    ეს პიროვნულადაც ყვ*რი ყოფილა
    ფანი [?]
    #14 9 თებერვალი 2025 22:50
    0
    პენიაზე კარგი არნაუ ტენასი იყო, როგორ ვფიქრობდი რომ არნაუ მეორე მეკარე გახდებოდა! მაგრამ ამათგან ყველაფერს უნდა მოელოდე!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 9 თებერვალი 2025 18:37
    0
    მაცივარში ცივი წყალი არ იყო?
    ფანი [?]
    #12 9 თებერვალი 2025 17:05
    2
    სიმართლე უნდა ვთქვა, ამ პენიას პირველი დღიდან ორგანულად ვერ ვიტან. რაღაცნაირ ანტიპატიას იწვევს. რაც არ უნდა კარგი თამაში ითამაშოს, მე პირადად მას ნდობას არ უცხადებ. ჯობია გაყიდონ, სანამ კიდევ რაღაცა ფასი ადევს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 9 თებერვალი 2025 15:49
    0
    ეტყობა იმიტომ ვერ დაკაცდა ეს ბავშვი ძირითადისთვის, რო ასეთი არაპროფესიონალი ყოფილა.
    Culé [?]
    #10 9 თებერვალი 2025 15:40
    3
    აი რად უნდა ამ სიტუაციას ამდენი მარჩიელობა… უკეთესი მეკარეა შესნი პენიაზე და მაგიტო მოიპოვა ძირითადში ადგილი, უბრალოდ რიტმში ჩაჯდომა ჭირდებოდა. პენიამაც ვერ გადახარშა ეს ყველაფერი. არაფერი არ დაუშავებია, მისი გადმოსახედიდან ცოტა საწყენი კი არი ეგ სიტუაცია, მაგრამ ვინც გუნდს უფრო დაეხმარება ის უნდა იდგეს კარებში. ესაა და ეს
    --------------------
    #infinit8iniesta
    ფანი [?]
    #9 9 თებერვალი 2025 14:59
    0
    არც ფლიკია ფერგიუსონი და არც პენია ბექჰემი ამით ყველაფერი ნათქვამია,სხვა ყველაფერი კომპრომისია 😂😂 ძაან ღლე ჭორი იქნება როგორც სხვა ბევრი ჭორი 😂
    ფანი [?]
    #8 9 თებერვალი 2025 14:25
    0
    წადი ბიძიკო გალათასარაიში. ამხელა კაცი ხარ რას იბუტები))
    ფანი [?]
    #7 9 თებერვალი 2025 12:31
    0
    საცოდავო პენია მოკვდი ალბათ ძლოკინში ამათ გადამკიდე 🤣🤣🤣
    ახალბედა [?]
    #6 9 თებერვალი 2025 11:09
    0
    ნახვამდის და მადლობა პეია, ბოლო დღეები გაქვს ბარსაში
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 თებერვალი 2025 10:13
    8
    აუფ გადაეხიოს ფლიკს პენია. დავაი ნა*უი კლუბიდან. მაინც ფუტსალის მეკარეა და ეგეთად დარჩება მთელი ცხოვრება. განაწყენდა ბიჭი. ამხელა კაცი ხარ ადექი და შენს თაცზე იმუშავე, აღიარე შეცდომა და ორმაგად მეტი გააკეთე. არა უნდა განაწყენდეს და წავიდეს. ეგო არასდროსაა კარგი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 9 თებერვალი 2025 07:26
    11
    მოდი ვთქვათ და ვაღიაროთ რომ შესნის დასაწყისი ბარსაში ცუდი ქონდა დიდი ხნის უთამაშებელი ეგრევე მნიშვნელოვან თამაშებში აღმოჩნდა და ემოციურად ცოტა აჭრილი იყო მაგრამ შევა ფორმაში ეგ არაა პრობლემა მახაჩკალას მეკარე კიარ ყოფილა რო მოიყვანეს უდიდესი გამოცდილების და შესაძლებლობების მეკარეა და პროსტა პენია ამას რატო გირჩევნიათ? წავიდეს პენია საერთოდ და შტეგენი რო დაბრუნდება ეს ორი გვყავდეს და გაინაწილონ თამაშები. არასდროს არაა კარგი ერთი მეკარე რო დგას ყველა ტურნირზე და ყველა თამაშში, დაიმტვრა შტეგენი და შეგვრჩა კარიერაში უთამაშებელი პენია ამხელა გუნდში სასტარტოში
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    წევრი [?]
    #3 9 თებერვალი 2025 06:33
    4
    ყველაფერი იდეალურად მოხდა ფრე გვინდოდა და ფრე დაჯდა ხვალ უეჭველად მოსაგები თამაშია თუ გვინდა ლა ლიგაზე გაწევა ეხლა ოსასუნამაც უნდა გვიჯიგროს შემდეგ ტურში და თუ მოვიგეთ ორივე თამაში მეორეზე მაინც გადავალთ ატლეტიკომაც თუ მოიგო მშვენივრად მიდის ყველაფერი
    გულშემატკივარი [?]
    #2 9 თებერვალი 2025 05:42
    5
    ფლიკმა ამოიჩემათქო ვერ ვიტყვი, რასაც ფლიკი გავის და დეიონგზე ზრუნავს ეგრე შეიძლება მამა არ ზრუნავდეს შვილზე და ვერ დავიჯერებ 1 დაგვიანების გამო რომ აერია სიტუაცია. ეტყობა პენია არის უპასუხისმგებლო და ჰანსი ბიძიას მაგას ნუ დაანახებ და თუ გინდა ჰოლოკოსტი შენი მოწყობილი იყოს.

    ყველას გილოცავთ ალექსანდრე თოფურიას სადებიუტო გამარჯვებას.
    Culé [?]
    #1 9 თებერვალი 2025 04:14
    5
    რამდენიმეჯერ დააგვიანა თორე კუნდემაც დააგვიანა და რსფინაიმაც რამდენიმეჯერ მაგრამ 1ხელ სკამზე დასმით მორჩა ყველაფერი ფლიკს მე გუნდის არევაში ვერასდროს დავადანაშულებ რადგან ოჯახივით ყავს მთელი გუდნი და შვილებივით უვლის მითუმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეგრე იყო ბაირნშიც

    პენია კიდე დიდი ხნის გასაჯმეინებელი იყო და მამარდაზე უნდა ეჩალიჩათ მარა ლაპორტა და ჩავის ფავორიტი იყო იმ 1 სირობა თამაშის გამო გალათასარაიში ისიც სეივებს აბუქებდა ტიპი არასაჭირო ნახტომებით ან მუცელში ხვდებოდა ბურთი 😀