ბარსელონა კრისტალ პალასის მარჯვენა მცველით დაინტერესდა

"ბარსელონამ" თვალი ინგლისური "კრისტალ პალასის" მარჯვენა მცველს დანიელ მუნიოსს დაადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობებით, "ბარსა" გეგმავს, ზაფხულში დაცვის მარჯვენა ფლანგი გააძლიეროს და ამის გაკეთებას მუნიოსის დამატებით აპირებს.
იგივე წყარო იტყობინება, რომ 28 წლის ფეხბურთელით დაინტერესებულები არიან "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსიც", თუმცა, "ბარსელონას" უპირატესობა აქვს, რადგან კოლუმბიელი განაპირა მცველი "ბლაუგრანას" დიდი გულშემატკივარია.
მუნიოსი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. დანიელის "არწივებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2027 წელს იწურება. მისი სატრანსფერო ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 10 ]