ბარსაში დარჩენა ყოველთვის მინდოდა - რონალდ არაუხო

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა რონალდ არაუხომ, რომელმაც "ბლაუგრანასთან" ახალი ხელშეკრულება ცოტა ხნის წინ გააფორმა, აცხადებს, რომ მხოლოდ კატალონიურ კლუბში დარჩენის ვარიანტს განიხილავდა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "ბარსელონაში" კიდევ მრავალი წელი ვითამაშებ. კონტრაქტთან დაკავშირებით ყოველთვის მშვიდად ვიყავი და ცხადი იყო, რა მინდოდა. ვფიქრობ, ეს აისახება წლების რაოდენობაზე, რომლებსაც აქ გავატარებ. ვგრძნობ, რომ მაფასებენ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
როდესაც რაფინია ლა ლიგის მსაჯებზე საუბრობდა, ის მართალი იყო. თუმცა, ვერ ვიტყვით ყველაფერს, რასაც ვფიქრობთ. ეს სხვა ადამიანების საქმეა.
ვიცოდი, რომ "რეალ მადრიდის" განცხადებაზე მკითხავდით. არ წამიკითხავს და დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ. მხოლოდ საკუთარ თავსა და გუნდზე ვარ კონცენტრირებული.
ლევანდოვსკი ცდილობდა, დარჩენაში დავერწმუნებინე? რობერტთან საუბარი კლუბთან მოლაპარაკებების დროს იყო. არასდროს იცი, რა მოხდება, მაგრამ დარჩენა ყოველთვის მინდოდა.
აშკარაა, რომ ლა ლიგა ჩვენი მიზანია. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.
კლუბი მენდობა და ამაზე კონტრაქტის გახანგრძლივება მეტყველებს. გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ.
იმედი მაქვს, მადრიდულ დერბიში ორივე გუნდი დამარცხდება (იცინის).
ფლიკის სათამაშო სტილი ცოტათი სარისკოა, მაგრამ ამას დადებითი შედეგები მოაქვს. თავს უკეთ ვგრძნობ. ჯერ კიდევ ადაპტაციის პროცესში ვარ.
- ციტირებს არაუხოს სიტყვებს "ბარსას" ოფიციალური ვებგვერდი.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 9 ]