კამპ ნოუზე თამაში ძალიან მომწონდა - კრიშტიანუ რონალდუ

ფეხბურთის პორტუგალიელმა ლეგენდამ, "ალ ნასრის" ახლანდელმა თავდამსხმელმა, El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში ის დრო გაიხსენა, როდესაც "რეალ მადრიდში" ირიცხებოდა და "ელ კლასიკოში" მონაწილეობდა.
მესისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ის ყოველთვის კარგად მეპყრობოდა.
"კამპ ნოუზე" თამაში ძალიან მომწონდა. იქ ყოველთვის მისტვენდნენ, მაგრამ განსხვავებული ატმოსფერო იყო, ბევრი გოლი გამქონდა და ეს მომწონდა.
"რეალ მადრიდი"-"ბარსელონა"? ძალიან დაძაბული კვირა გვქონდა ხოლმე. ეს ისტორიული დაპირისპირებები იყო. რეალ მადრიდი-ბარსელონა, კრიშტიანუ-მესი, რამოსი-პიკე... ეს შესანიშნავი იყო.
ვფიქრობ, მე ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელი ვარ. ხალხს მოსწონს მესი, მარადონა ან პელე და ამას პატივს ვცემ, მაგრამ მე ყველაზე სრულყოფილი ვარ. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ვარ. ჩემზე უკეთესი არავინ მინახავს და ამას გულით ვამბობ.
"ბარსელონაში" გადასვლა შემეძლო, როდესაც "სპორტინგში" ვთამაშობდი. მათ ჩემი შეძენა უნდოდათ, მაგრამ ეს არ მოხდა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 73 ]