ოფიციალურად: ნიკო გონსალესი მანჩესტერ სიტიში გადავიდა

"ბარსელონას" აკადემიის აღზრდილი, ნიკო გონსალესი "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა, რაც "ბლაუგრანასთვის" ძალიან კარგი ამბავია.
ინგლისურმა გუნდმა 23 წლის საყრდენი ნახევარმცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. ფაბრიციო რომანოს ცნობით "პორტუ" ესპანელ ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს მიიღებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონას" 24 მილიონი შეხვდება. ასეთი იყო ესპანურ და პორტუგალიურ კლუბებს შორის შეთანხმება 2023 წელს, როდესაც ნიკო "ბლაუგრანადან" "პორტუში" გადავიდა.
ნიკო გონსალესი "ბარსელონას" აკადემიაში 2013 წელს ჩაირიცხა. 2021 წელს მას დებიუტი პირველ გუნდში ჰქონდა, სადაც 37 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
1 2
კომენტარები [ 39 ]