ჰანსი ფლიკის კომენტარი ბენფიკასთან თამაშის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის დრამატულ მატჩში "ბენფიკას" სტუმრად დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
საუკეთესო რამ ის მენტალიტეტია, რომელიც ვაჩვენეთ. ესაა ფეხბურთი და ის ამიტომ გვიყვარს.
ასეთი მასშტაბური ქამბექი ჩემს კარიერაში? არ ვფიქრობ, რომ ეს ოდესმე გამომიცდია. პირველ ტაიმში კარგად არ გამოვიყურებოდით.
შჩესნის შეცდომები? რომელი ფეხბურთელი არ უშვებს შეცდომებს? ერთად ვიმარჯვებთ და ვმარცხდებით.
მეორე ტაიმი მომეწონა. უკვე 1/8-ფინალში ვართ, მაგრამ "ატალანტას" დამარცხებაც გვინდა.
ამ დღეებში, მომდევნო თამაშამდე, შეცდომები უნდა გამოვასწოროთ.
გამარჯვებები ამ პროექტის გაგრძელების რწმენას გვაძლევს. გვინდა, განვითარება გავაგრძელოთ.
ვიცით, რომ პენია კარგი მეკარეა, მაგრამ ყველა ტურნირისთვის ერთი კიპერი არ გვყავს. გადაწყვეტილებებს თამაშ-თამაშ ვიღებთ.
გარსია ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ერიკი მცველია, მაგრამ მას სხვა პოზიციებზეც კარგად თამაში შეუძლია. შემთხვევითი არაა, რომ ის შეტევაში აღმოჩნდა და ანგარიში გაათანაბრა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]