ესპანეთის თასზე ბარსას ყველა პოტენციური მეტოქე ცნობილია

გუშინ ესპანეთის თასის 1/8-ფინალის ბოლო მატჩები გაიმართა და 1/4-ფინალის მონაწილე ყველა გუნდი გაირკვა.
"რეალ სოსიედადმა" "რაიო ვალიეკანო" 3-1 დაამარცხა, "ოსასუნამ" "ბილბაოს" სტუმრად 3-2 სძლია, "რეალ მადრიდმა" კი "სელტას" დამატებითი ტაიმების გამოყენებით 5-2 მოუგო.
1/4-ფინალში შემდეგი გუნდები გავიდნენ: ატლეტიკო, ბარსელონა, ხეტაფე, ლეგანესი, ოსასუნა, რეალ მადრიდი, რეალ სოსიედადი, ვალენსია.
წილისყრა ორშაბათს, 20 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე გაიმართება. "ბარსელონას" მეტოქე ნებისმიერი გუნდი შეიძლება იყოს. 1/4-ფინალები 4-6 თებერვალს, კვლავ ერთმატჩიანი დაპირისპირებებით ჩატარდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]