ჰანსი ფლიკი ბეტისთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკი ბეტისთან თამაშის შემდეგ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ესპანეთის თასის 1/8-ფინალურ მატჩში "ბეტისის" განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ვიცოდით, რომ "რეალ მადრიდთან" ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ დღეს მოგება რთული იქნებოდა, მაგრამ ამ გუნდის მენტალიტეტი ვიხილეთ, როგორაა მომჯობინებული. პროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს.

"ბეტისი" პრესინგს ცდილობდა, მაგრამ ძალიან კარგად ვითამაშეთ. დაცვიდან თავდაჯერებულად ვმოქმედებდით.

ოლმომ იცის, როგორ ითამაშოს 9 ნომრად. მას ამ პოზიციაზე ნაკრებშიც უთამაშია. დღეს ნახევარდაცვაში დამატებითი მოთამაშე გვყავდა. ფეხბურთელებს შორის იდეალური სივრცე იყო, ბურთს ვაკონტროლებდით.

გავი ძალიან ემოციურია. ასევე გეტყვით იმას, რომ, დიახ, მესის შემდეგ იამალი მსოფლიოში საუკეთესოა. ლამინი სწორად ვითარდება და მასზე უნდა ვიზრუნოთ. ის ძალიან ახალგაზრდაა.

პედრი ფანტასტიკური ფეხბურთელია, რომელიც ნახევარდაცვაში გვყავს.

არაუხოს კონტრაქტი წელიწად-ნახევარი კიდევ აქვს, ამიტომ მასში ეჭვი არასდროს შემპარვია. მიხარია, რომ ის ჩვენთანაა.

გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს შორის საოცარი დამოკიდებულებაა. ეს ნამდვილად სასიამოვნო სანახავია.

ფატი? სეზონის დასაწყისში ვამბობდი, რომ ანსუ ძალიან კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტრავმები... მან უნდა ივარჯიშოს და აჩვენოს, რომ უმჯობესდება.

ტრავმირებულთა რაოდენობა მცირდება, რაც კარგია. გადაწყვეტილებებს ვარჯიშიდან გამომდინარე ვიღებ.

რატომ არ ითამაშა ლევანდოვსკიმ? როდესაც შჩესნი არ თამაშობს, არც რობერტი თამაშობს... არა, ეს უბრალოდ ხუმრობაა. მან დაისვენა (იცინის).

ბედნიერი ვარ, რომ დღეს დე იონგმა კარგად ითამაშა. ეს მისთვის წინგადადგმული ნაბიჯია.

დღეს საოცარი ატმოსფერო იყო.

წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ. ახლა "ხეტაფესთან" სტუმრად მოგება გვინდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ახალბედა [?]
    #14 17 იანვარი 2025 23:52
    1
    ჩაჯვი მაინც ჯობდა.

    განერვიულებდა, ნერვებს მოგიშლიდა და დაგამშვიდებდა იმ მხრივ, რომ აგერ ძმაო მარტო საქართველოში კი არ არის ### სიტუაცია.


    მანამდე რა კარგი საყურებელი სვარკა იყო ერნესტო ვალვერდე რომ გვყავდა <3


    მესი ვერ აპრესინგებდა ძმაო, აბა მეტი რა უნდა ექნა ჩვენ გენიოსს ვალვერდეს
    lol.gif facepalm.gif
    ფანი [?]
    #13 16 იანვარი 2025 23:18
    3
    სალამი ყველას! გუშინ ვიყავი თამაშზე! ძალიან მაგარი თამაში გამოვიდა! მაგრამ ერთი სიამოვნებაა პამ ბიჭების ახლოდან ნახვა! ტელევიზორში კიდე ისე არ ჩანს! სასწაული ატმოსფეროც შეიქმნა!
    წევრი [?]
    #12 16 იანვარი 2025 17:47
    12
    ძალიან ეტაპობრივად მივდივართ წინ რაც ძალიან კარგია წელს სულ რო ვერაფერი მოგვეგო და მოვიგოთ არარის არაფერიაგრამ უკვე ტიტულები გვინდა ისე დავიწყეთ სეზონი ასერომ ჰანს ნდობა გაქ გუნდში ძალიან სასიამოვნო მეგობრული სიტვაციაა რაც ჩანს აბა შენიცი წელს სამი დარჩენილი თასიდან ორიც რომ მოვიგოთ სასწაული იქნება სულ რო არ მოვიგოთ მაინც ეს ბარსა მირჩევნია წინა წლების ბარსას ასერომ ჰანს შებერე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 16 იანვარი 2025 17:40
    2
    ფლიკ როგორც ვატყობ შენ და ფეხბურთელებს სიტყვა რეალ არ გევასებათ რეალ მადრიდი, რეალ ბეტისი, ხოდა აწი სუყველა გუნდ ეგრე დაუძახე, აი მაგალითად შემდეგი თამაში რეალ ხეტაფე, მერე რეალ ბენფიკა, მერე რეალ ვალენსია და ასე შემდეგ
    ახალბედა [?]
    #10 16 იანვარი 2025 16:53
    3
    ახალ წლის შემდეგ საუკეთესო გორმაში დავბრუნდებითო ფლიკმა თქვა და ასრულებს ჯერჯერობით
    ახალბედა [?]
    #9 16 იანვარი 2025 12:53
    1
    ხეტაფეს დაკონამი თუ დაკოუნამი კიდე ყავს? პეპესე საშინელება როა მე მაგის არასწორი. იმედია იამალს არ ატამაშებს და არც პედრი გავია , დასტრნოს ფერანი და პავლო ტორე . სიფრთხილეს თავი არ სტკივა . გუშინ დახატეს ბიჭებმა მონალიზა 😎😎
    წევრი [?]
    #8 16 იანვარი 2025 12:43
    9
    სასწაული თაობა გვყავს და ბატონო ჰანს ჩვეულებრივად შეგიძლია ბარსას ისტორიაში საუკეთესო გახდე. მიუხედავად გვარდიოლას სიყვარულისა ცოტახანს იყო გუნდში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 16 იანვარი 2025 12:11
    3
    გუნდში კარგი ატმოსფერო ტრიალებს, ეს იგრძნობა, მალადეც ფლიკ ასე გააგრძელე, ნოემბერი-დეკემბრის ჩავარდნა გამონაკლისი უნდა იყოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 16 იანვარი 2025 11:43
    2
    არ მიყურებია მატჩი მარა სტატისტიკას და მიმოხილვას რომ ვუყურე აშკარად ნამუშევარი აქვს ამ გუნდს იმაზე რაც ერთი თვის წინ ძალიან გვაწუხებდა, შესრულების ხარისხი ახლა გაცილებით უკეთესი აქვთ, ამ წელს რაც ითამაშეს ყველა თამაშში დაეტყო გუნდს და გუშინდელ თამაშში განსაკუთრებით, უამრავი ლამაზი მომენტი იყო და თამაშგარიდან გოლი თუ გოლებიც, მოკლედ შეაფხიზლა ფლიკმა გუნდი და ახლა სუპერთასმაც თავისი გავლენა იქონია რაღათქმაუნდა. იამალის პასები რაც იყო მიმოხილვაში სასწაულია უბრალოდ, კუნდეზე ის ფასი ეგრე გამოწონილად და ელეგანტურად ერთეულებს შეუძლიათ და ერთი კაცი აკეთებდა ეგეთი სიხშირით, მაგარი კუმირი ყავს ბავშვს და ბაძავს მარა მაინც მესის გავს და მოდი არ შეადარო ხოლმე.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    ფანი [?]
    #5 16 იანვარი 2025 11:30
    10
    მგონი რაც ის მასკოტი გაიჩითა პირველად მოვიგეთ ჩვენ სტადიონზე)) ნავსი გატეხილია და აწი წაუგებლად დაგვემთავრებინოს სეზონი✌️
    Culé [?]
    #4 16 იანვარი 2025 11:13
    5
    ეს მსაჯი უნდა ყოფილიყო კლასიკოზე და იმ მაკაკას ბიძაშვილს გააგდება პირველ ტაიმშივე😜😅😅😅
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 იანვარი 2025 11:06
    3
    გავი ძალიან ემოციურია???
    მე მგონი ტრამვის შემდეგ ის დადინჯებულია და იმის ნახევარი აგრესიაც აღარა აქვს რაც ქონდა. ემოციური ჩვენთან რაფინიაა, ეტყობა მაგის მეგობრობა ვინისიუსთან ძალიან უარყოფითად მოქმედებს მასზე. ასე არაფრიდან თუ აგროვა ყვითლები მაგას მალე თამაშების გამოტოვებაც მოუწევს. კარგია რო სულით და გულით თამაშშია მაგრამ ცოტა ტვინიც ხო უნდა ამუშაო, მითუმეტეს ამ მსაჯთან, რომლისთვისაც ყვითლის ამოღება ლამის ორგაზმის ტოლფასია.
    Culé [?]
    #2 16 იანვარი 2025 11:05
    10
    ყველამ მაგრა ითამაშა გენაცვალე ჰანსი barca-4
    გულშემატკივარი [?]
    #1 16 იანვარი 2025 10:21
    22
    ეს მუხტი უნდა შევინარჩუნოთ❤️ჰანს,ლიგა დაგვადებინე წელს და შენს სახელზე 20 ლიტრ ლუდს დავლევ😀