ბარსელონა არაუხოს შეუთანხმდა | რატომ სურდა ურუგვაელს წასვლა?

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ბარსელონამ რონალდ არაუხოსთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა - კლუბის სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ფეხბურთელის დარწმუნება მოახერხა.
დეკუმ რონალდს აუხსნა, რომ ბარსას ტიტულების მოსაგებად ყველაფერი აქვს. გარდა ამისა, მას ხელფასის გაზრდას დაჰპირდა და პლუს აღნიშნა, რომ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხას ჩაუწერენ, არაუხო კი, რომელსაც ეს კლუბი ძალიან უყვარს, დარჩენას დათანხმდა.
ასევე, გავრცელდა ცნობები, რომ რონალდს თავისი აგენტები "ბლაუგრანას" შეთავაზებებზე არაფერს ეუბნებოდნენ. ამის გამო ურუგვაელი გაბრაზებული იყო, საბოლოოდ კი სიმართლე პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასგან შეიტყო.
იუვენტუსი არაუხოს გადაბირებას აქტიურად ცდილობდა და სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობდა - ამ წინადადებამ 25 წლის მოთამაშე მოხიბლა და თანაგუნდელებს უთხრა კიდეც, რომ გუნდიდან მიდიოდა, თუმცა ახლა სიტუაცია შეცვლილია.
კატალონიური გრანდი არაუხოს ხელშეკრულებაზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს, შემდეგ კი გავიზე, პედრისა და ლამინ იამალზე გადაერთვება.
არაუხოს ბარსელონასთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]