ოფიციალურად: ინიგო მარტინესს ერთი თვე გაუცდება

"ბარსელონამ" გუნდის ვეტერანი ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
33 წლის უკანახაზელმა დაზიანება ესპანეთის სუპერ თასზე "რეალ მადრიდთან" გამართული მატჩის პირველ ტაიმში მიიღო.
თავდაპირველი ინფორმაციით ფეხბურთელს დაახლოებით 5 კვირა გაუცდებოდა და მოლოდინი დაახლოებით გამართლდა კიდეც.
ოფიციალური განცხადებიდან ირკვევა, რომ ინიგოს მარჯვენა ბარძაყის კუნთი აქვს დაჭიმული, რის გამოც მას დაახლოებით 4 კვირა გაუცდება.
ესპანელი ფეხბურთელი "ბეტისთან" თასზე, "ხეტაფესთან", "ვალენსიასთან", "ალავესთან" და "სევილიასთან" ლა ლიგაში, ასევე "ბენფიკასთან" და "ატალანტასთან" ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ შეხვედრებს გამოტოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]