ვოიცეხ შჩესნი ბეტისთან ვერ ითამაშებს

- თამაშის დრო: ოთხშაბათი, 15 იანვარი, 23:55
"ბარსელონას" პოლონელი მეკარის ვოიცეხ შჩესნის დისკვალიფიკაცია მოქმედი არა მხოლოდ სუპერ თასზე, არამედ ქვეყნის მასშტაბით გასამართ სხვა ტურნირებზეც გავრცელდება.
აქამდე არსებული რეგულაციებით, მიღებული წითელი ბარათი მხოლოდ იმავე ტურნირის მატჩებზე მოქმედებდა. გამონაკლისი იყო სადისციპლინო კომიტეტის მიერ დაწესებული დამატებითი სასჯელი.
Mundo Deportivo-ს ცნობით ცოტა ხნის წინ რეგულაცია შეიცვალა, რის შემდეგაც ესპანეთის სუპერ თასზე მიღებული წითელი ბარათი სხვა ტურნირებზეც მოქმედებს.
ეს ნიშნავს, რომ "რეალ მადრიდთან" ესპანეთის სუპერ თასზე გაძევების გამო ვოიცეხ შჩესნი 15 იანვარს ესპანეთის თასზე "ბეტისთან" გასამართ დაპირისპირებას გამოტოვებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 27 ]