აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი - რაფინია

ესპანეთის სუპერ თასის ფინალში გამართული "ელ კლასიკოს" საუკეთესო ფეხბურთელმა რაფინიამ "რეალ მადრიდის" განადგურებისა და სეზონის პირველი ტიტულის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
28 წლის შემტვემა მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან მადრიდელთა კარში ორი გოლი გაიტანა და ასისტიც მიითვალა.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარე. ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის შედეგებია. აქ ტიტულების მოსაგებად მოვედი. არ მაინტერესებს, ინდივიდუაურად კარგად ვთამაშობ თუ ცუდად. ჩემთვის მნიშვნელოვანი "ბარსას" დახმარებაა.
დაცვაში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ვამაყობ, მოედანზე ყველაფერი დავდეთ.
რაფინია მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. ბრაზილიელის ანგარიშზე 27 შეხვედრაში 19 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]