2025/26 წლების სეზონის პირველი ტრანსფერი ჯონათან ტა იქნება
"ბარსელონამ" მომდევნო სეზონისთვის გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. ცნობილია "ბლაუგრანას" პირველი სამიზნის ვინაობა, რომლის დამატებასთანაც კატალონიელები ახლოს არიან.
Sport-ის ინფორმაციით, "ბარსამ" იანვარში, შესაძლოა, "ლევერკუზენის" ცენტრალური მცველის, ჯონათან ტას ტრანსფერზე შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწიოს. გავრცელებული ცნობებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები პოზიტიურად მიმდინარეობს და დიდი შანსია, გარიგება ზამთარშივე შედგეს.
კატალონიური წყარო ასევე იტყობინება, რომ "ბარსელონა" 28 წლის უკანახაზელს სთავაზობს 3-წლიან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. გერმანელმა, რომელსაც კატალონიურ გუნდში გადმოსვლის ვარიანტი ხიბლავს, საბოლოო გადაწყვეტილება 15 იანვრამდე უნდა მიიღოს.
ჯონათან ტას მოქმედი კონტრაქტის ვადა ზაფხულში იწურება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელი "ბარსაში" უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]