ჰანსი ფლიკი ბეტისთან მატჩის წინ
- თამაშის დრო: შაბათი, 7 დეკემბერი, 19:15
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "რეალ ბეტისთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"რეალ ბეტისი" ძალიან კარგი გუნდია, მათ გამოცდილი მოთამაშეები ჰყავთ. მათ ისკო დაუბრუნდათ, რომელიც ძალიან მაგარი ფეხბურთელია. "ბეტისს" მაღალი პრესინგის თამაში შეუძლია, ეს მათი სტილია.
მნიშვნელოვანია, რომ იგივე მენტალიტეტი შევინარჩუნოთ, რაც "მალიორკასთან" გვქონდა.
რაფინია ყველა თამაშში გვჭირდება. ის კარგადაა და ხვალ ითამაშებს. თუ შეძლებს, 90 წუთს ითამაშებს, თუ ვერ შეძლებს - ნაკლებს.
ლევანდოვსკი სასტარტო შემადგენლობაში იქნება.
არაუხო "ბეტისთან" მატჩისთვის ვერ დაბრუნდება. შეიძლება, ის დორტმუნდის "ბორუსიასთან" ვიხილოთ, თუმცა ჩვენი მიზანი მისი "ლეგანესთან" დაბრუნებაა.
ანსუ და კრისტენსენი? ვიმედოვნებთ, ისინი წლის ბოლოს დაბრუნდებიან.
როკე შესანიშნავად თამაშობს და ვითარდება. როცა ის "ბარსაში" მოვიდა, საუკეთესო სიტუაციაში არ იყო. როკესთან ვსაუბრობდი და ის ბედნიერი არ იყო, ამიტმო "ბეტისში" გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]