პედრი კონტრაქტს მალე გაახანგრძლივებს | Mundo Deportivo
“ბარსელონას” ნახევარმცველი, პედრი, კატალონიურ კლუბთან მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დეკუსა და პედრის აგენტს, ექტორ პერისს შორის გუშინდელ შეხვედრაში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნა. ორივე მხარე პოზიტიურადაა განწყობილი და გახანგრძლივების საკითხი თითქმის გადაწყვეტილია.
კონტრაქტის ზუსტი ხანგრძლივობა, ჯერჯერობით, განხილვის საგანია, მაგრამ უფრო 2030 წლამდე გაფორმდება, ვიდრე 2029-მდე.
ამასთანავე, “ბარსელონა” პედრისთვის ხელფასის გაზრდას გეგმავს, რაც გუნდისთვის მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 6 ]