ლიონელ მესი: ფლიკის ბარსას არ გავუკვირვებივარ
ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ დღეს “ბარსელონას” არხთან ინტერვიუ ჩაწერა და ჰანსი ფლიკის გუნდი შეაფასა.
ფლიკის “ბარსას” არ გავუკვირვებივარ, რადგან ეს არის რაღაც, რაც ყოველთვის ხდება, ყოველ შემთხვევაში, კლუბში ჩემი ყოფნიდან. ვფიქრობ, რომ შესანიშნავია, როცა ახალგაზრდა მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ, ისინი კლუბს ძალიან კარგად იცნობენ და ასეთ თამაშს ბავშვობიდან არიან მიჩვეულები.
ჩემი შვილები კატალონიელები არიან. მთელი ცხოვრება ბარსელონაში გავატარე. ოჯახთან ერთად ყოველთვის ვფიქრობ აქ დაბრუნების შესაძლებლობაზე, ბარსელონა ძალიან მოგვენატრა.
- თქვა არგენტინელმა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მესი “ბარსელონას” 125-ე იუბილის ცერემონიას ვერ დაესწრება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]