პედრი: ახალი კონტრაქტი? მშვიდად ვარ, ყველაფერი კარგადაა

პედრი: ახალი კონტრაქტი? მშვიდად ვარ, ყველაფერი კარგადაა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა, პედრიმ, შვეიცარიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრებში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ძალიან ბევრი მატჩი? დიახ, ბევრი მატჩი გვიწევს, მაგრამ უნდა იპოვო ის, რაც სხეულის აღდგენაში გეხმარება და მე ვიპოვე ის, რაც მეხმარება. ვფიქრობ, რომ დღეს ფეხბურთში, თუ თერთმეტივე მოთამაშე ერთად მუშაობს, გაცილებით მარტივია თავდაცვა. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ვცდილობთ და ეს ჩანს - ბურთს სწრაფად ვიბრუნებთ და უფრო ხშირად, ვიდრე მეტოქე, შემდეგ კი გამარჯვების მოპოვება მარტივი ხდება. “ბარსასთან” ახალი კონტრაქტი? მშვიდად ვარ, ყველაფერი კარგადაა. კარგი ცვლილებები იყო ჩემთვის, ვიპოვე უწყვეტობა, რაც მაკლდა და მე ძალიან ბედნიერი ვარ სეზონის ამ სტარტით.

ჟურნალისტის კითხვაზე, ისურვებდა თუ არა ის ოლმოსთან ერთად ნაკრებში თამაშს, პედრიმ უპასუხა:

დიახ, ახლა საკმაოდ იღბლიანი ვარ, რომ მასთან ერთად “ბარსელონაში” ვთამაშობ და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთ, მაგრამ ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და მე ვერაფერს გავაკეთებ.

პედრის ამჟამინდელი კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2026 წლამდე მოქმედებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 ნოემბერი 2024 08:09
    0
    ძალიან მაგარი ხარ პოტერ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 19 ნოემბერი 2024 18:03
    0
    რათ უნდოდა პენალი რო მოსთხოვა მორატას, რადგან სამშობლოში თამაშობდა? ტყუილად გაიფუჭა სტატისტიკა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 18 ნოემბერი 2024 22:49
    0
    ესპანეთს პირველი ადგილი განაღდებული აქვს და თუ მაინც გაწურა ფეხბურთელები ტვლიპინამ, მაშინ პანჩურით ნიფხავიდან უნდა ამოაგდოს კაცმა.
    Culé [?]
    #3 18 ნოემბერი 2024 16:32
    1
    სიბერემდე ბარსაში იქნება👌
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 18 ნოემბერი 2024 14:11
    4
    ჩატარებული მატჩების რაიოდენობა: 197/27; ახალგაზრდულები და ოლიმპიურების ჩათვლით +6;
    22 ხდება ეხლა; თანაც ტრავმიანი პერიოდი გამოიარა;
    დიდობაში ძალიან სტაბილური მოჩანს....
    გავი 120/27; 20 წლის ასაკში; გავითვალისწინოთ, ჯვარედინი იოგების გამო გაცდენილი 1 წელი...
    ოლმო, ფერმინი, კასადო, ბერნალი....
    ლელა კაკულია დაწერს: ვხედავ რეალის ხელმძღვანელობა როგორ იპუტავს ღერ-ღერ smiley smile laughing
    გულშემატკივარი [?]
    #1 18 ნოემბერი 2024 10:34
    6
    მესისავით არ მოგვივიდეს შემდეგ წელს გაუხანგრძლივონ ამას და გავის
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო