ტერ შტეგენი, შესაძლოა, მიმდინარე სეზონში დაბრუნდეს
"ბარსელონას" გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, შესაძლოა, მოედანზე ვადაზე ადრე, ანუ მიმდინარე სეზონშივე დაბრუნდეს.
32 წლის კარის დარაჯმა ჯვარედინი იოგები სექტემბერში, "ვილიარეალთან" გამართულ მატჩში გაიწყვიტა. ამ ტიპის ტრავმა ნიშნავს, რომ ფეხბურთელისთვის სეზონი სრულდება. თუმცა, შესაძლოა, ტერ შტეგენის შემთხვევაში ასე არ მოხდეს.
ფერან კორეასის ინფორმაციით გერმანელი მეკარე მკურნალობას უახლესი მეთოდებით გადის. ეს მეთოდები სპორტსმენს საშუალებას აძლევს, წონებით დატვირთვები და გამძლეობის ვარჯიშები უფრო ადრე დაიწყოს, ვიდრე ტრადიციული მკურნალობის დროს ხდება ხოლმე. შედეგად მკურნალობის ყველა ეტაპი სწრაფდება.
ესპანელი ჟურნალისტის ცნობით გამორიცხული არაა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მოედანს 2025 წლის აპრილში დაუბრუნდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]