როდის დაბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები?
Diario AS-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი "ბარსელონას" ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების თარიღებს ასახელებს.
ჟურნალისტი X-ზე წერს, ლამინ იამალი და რობერტ ლევანდოვსკი სანაკრებო პაუზის შემდეგ ვიგოს "სელტასთან" 23 ნოემბერს გასამართ მატჩში დაბრუნდებიან. პოლონელი თამაშს სასტარტოდან დაიწყებს, 17 წლის ესპანელი კი სათადარიგოთა სკამზე იქნება.
ასევე "სელტასთან" დაბრუნდებიან ერიკ გარსია და ექტორ ფორტი. რაც შეეხება დანარჩენი ფეხბურთელების დაბრუნების სავარაუდო თარიღებს:
- ფერან ტორესი - 26 ნოემბერი (ბრესტი) ან 30 ნოემბერი (პას პალმასი)
- რონალდ არაუხო - 3 დეკემბერი (მალიორკა) ან 7 დეკემბერი (ბეტისი)
- ანსუ ფატი - 15 დეკემბერი (ლეგანესი)
- ანდრეას კრისტენსენი - იანვარი 2025
- მარკ-ანდრე ტერ შტეგენი - ივლისი 2025
- მარკ ბერნალი - სექტემბერი 2025
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]