იამალი ნაკრებს ვერ დაეხმარება და 2-3 კვირას იუქმებს

იამალი ნაკრებს ვერ დაეხმარება და 2-3 კვირას იუქმებს

"ბარსელონას" 17 წლის ვარსკვლავი ლამინ იამალი ესპანეთის ეროვნულ გუნდს ნოემბრის სანაკრებო პაუზის დროს ვერ დაეხმარება. ეს ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.

იამალი "ბარსელონას" "რეალ სოსიედადთან" გუშინ გამართულ მატჩში (1-0) ვერ დაეხმარა, რაც შედეგზეც აისახა - "ბლაუგრანამ" მეტოქის კარში ზუსტად ერთხელაც კი ვერ დაარტყა (უფრო სწორად, ერთხელ დაარტყა, მაგრამ არ ჩაუთვალეს).

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ფეხბურთელს დასვენება სჭირდება. სანტი ოვალეს ცნობით იამალის სრულად გამოსაჯანმრთელებლად 2-3 კვირა დასჭირდება, რის გამოც ის ესპანეთის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

დიდი ალბათობით იამალი გამოტოვებს "ბარსელონას" მომდევნო სამ თამაშსაც - "სელტასთან", "ბრესტთან" და "ლას პალმასთან".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 13 ნოემბერი 2024 21:45
    0
    რაფინია დაგვრჩა მხოლოდ ჯანმრთელი შემტევი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 12 ნოემბერი 2024 20:34
    0
    ანუ სანამ ტრამვა არ მიიღო ვერავინ მიხვდა, რომ 17 წლის ბავშვი ასეთ რეჟიმს დიდხანს ვერ გაუძლებდა? თუმცა მაინც კარგად გაუძლო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 11 ნოემბერი 2024 20:56
    0
    ლეაო არა - .ლეაო!!! ტიპი მენტალურად დებილია, არათუ მეტს მოელიან!
    ფანი [?]
    #7 11 ნოემბერი 2024 20:40
    0
    ციტატა: Frenkie de Jong_
    იამალმა სულ რომ წელს პრაიმ მესის დონე დადოს, მაინც გვჭირდება კარგი ვინგერი თანაც სასწრაფოდ.

    ლეაო
    Culé [?]
    #6 11 ნოემბერი 2024 20:27
    0
    იამალმა სულ რომ წელს პრაიმ მესის დონე დადოს, მაინც გვჭირდება კარგი ვინგერი თანაც სასწრაფოდ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 ნოემბერი 2024 19:07
    1
    აქ კიდევ ყველა ერთხმად იძახდა, რომ ეს სპეციალურად მოიფიქრეს რომ ნაკრებში არ ითამაშოსო.
    8 დეკემბერს ვხვდებით ბეტისს და ამ ტყუილის გამო 8 დეკემბრამდე არ ათამაშებენ? ჯანდაბას სელტასთან გამოტოვებდა და რა, არ დაიჯერებდნენ? 6 ნოემბერს ითამაშა ბოლოს და შემდეგი 8. 12. უწევს. ანუ თვეზე მეტს დაისვენებს ამ ტყუილის გამო? მე კიდევ მგონია სიმართლეა რასაც ამბობენ და მართლა დისკომფორტი აქვს.
    წევრი [?]
    #4 11 ნოემბერი 2024 15:56
    3
    უკეთესი სტრაიკერი გვჭირდება, ისეთი ვინც მარტო სხვის "პადაჩებს" დაუცდის რომ გოლი გაიტანოს. გასაგებია რომ ლევანდოვსკის საუკეთესო სეზონი აქვს ბარსელონაში მაგრამ, რეალურად ძალიან ეტყობა ის რომ ასაკშია, იამალი ბარსელონას შემადგენლობას რასაც ჰქვია ავსებს, ბურთის ამოტანა ნოლიდან შეუძლია რასაცქვია და შემდეგ ეს ბურთი ლევანდოვსკის გაატანინოს. ამიტომ ისეთი სტრაიკერი გვჭირდება ვინც თავადაც შეძლებს ამის გაკეთებას. ახალი მეკარე გვჭირდება, ახალი სტრაიკერი, დე იონგმა ასე თუ გააგრძელა ახალი ნახევარ შემტევიც ;დ
    ფანი [?]
    #3 11 ნოემბერი 2024 15:46
    0
    დავინახეთ რაც არის რაფინია იამალის გარეშე. ლეაო არის მოსაყვანი ვნახავთ რაფინიას რომ სკამიდან არ ააყენებს. ერთი ერთზე იტანს რაფინია გოლების 80%ს. ჩინური ბრაზილიელია რომელსაც დრიბლინგი და ერთი ერთზე თამაში აქვს ნოლი.
    ახალბედა [?]
    #2 11 ნოემბერი 2024 15:34
    2
    ციტატა: R-10
    მგონია რო იჩალიჩა ბარსამ სანაკრებოზე რო არ წასულიყო. დასვრნება ისედაც ჭირდება და საგანგაშო მაგ გუნდებთან არაა გამოგვაკლდება თუ არა ჯობია დაისვენოს

    კი 2 კვირა კარგადაც დაისვენებს


    სუბიმენდი >>>>> #ლე იონგი ❤👌 გუშინაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა ეგ ყველაფერი ❤❤👌👌
    წევრი [?]
    #1 11 ნოემბერი 2024 15:26
    0
    მგონია რო იჩალიჩა ბარსამ სანაკრებოზე რო არ წასულიყო. დასვრნება ისედაც ჭირდება და საგანგაშო მაგ გუნდებთან არაა გამოგვაკლდება თუ არა ჯობია დაისვენოს