მარკ კასადო ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის დე ლა ფუენტემ ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის გუნდის განაცხადი დაასახელა.
აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ნახევარმცველი, მარკ კასადო ნაკრებში პირველად გამოიძახეს.
მის გარდა, ბარსადან განაცხადში პედრი, დანი ოლმო და ლამინ იამალიც არიან.
26-კაციანი განაცხადი:
მეკარეები: დავიდ რაია, ალექს რემირო, რობერტ სანჩესი
მცველები: პედრო პორო, ოსკარ მინგესა, დანი ვივიანი, ემერიკ ლაპორტი, პაუ ტორესი, მარკ კუკურელია, ალეხანდრო გრიმალდო, აიტორ პარედესი
ნახევარმცველები: მიკელ მერინო, მარტინ სუბიმენდი, ფაბიან რუისი, პედრი, დანი ოლმო, ალექს ბაენა, მარკ კასადო
თავდამსხმელები: ალვარო მორატა, ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი, იერემი პინო, მიკელ ოიარსაბალი, აიოსე პერესი, სამუ ომოროდიონი, ბრაიან სარაგოსა
"ფურია როხა" ერთა ლიგაზე დანიასა (15 ნოემბერი, 23:45) და შვეიცარიას (18 ნოემბერი, 23:45) დაუპირისპირდება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]