ჰანსი ფლიკი ცრვენა ზვეზდასთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკი ცრვენა ზვეზდასთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: ოთხშაბათი, 6 ნოემბერი, 23:55

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ცრვენა ზვეზდასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენი ერთადერთი მიზანი მოგებაა.

თამაშგარეების რაოდენობა არ მაღელვებს. ჩვენ ფეხბურთის თამაშზე ვართ ფოკუსირებული.

"ესპანიოლთან" მატჩისგან განსხვავებით "ცრვენა ზვეზდასთან" მეორე ტაიმში ინტენსივობას არ შევამცირებთ. წინა შეხვედრასთან შედარებით უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ.

არ ვიცი, როდის იქნება გავი ბოლომდე მზად ძირითადში სათამაშოდ. ამაზე ეტაპობრივად ვისაუბრებთ. მისი სათამაშო წუთები მატჩის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.

სანამ "ბარსაში" მოვიდოდი, მთლიანი შემადგენლობა გაანალიზებული მქონდა. ჩვენ დავინახეთ, რომ ეს გუნდი უმაღლესი დონის იყო. ჩვენ შეტევასა და დაცვაში ახალი ფილოსოფიის დანერგვა ვცადეთ, რაც ფეხბურთელებმა კარგად აითვისეს და დადებითი შედეგი მივიღეთ. 

არაჩვეულებრივი გუნდი მყავს, ყველა ვარჯიში შესანიშნავია. 

ჩემპიონთა ლიგის მოგება? ვფიქრობ, უკეთესია, ამისთვის ახლა ვიშრომოთ, ვიდრე ამაზე ახლა ვისაუბროთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 6 ნოემბერი 2024 23:13
    0
    მგონი დღეს ძაან შეჭამენ ცრვენა ზვეზდას.
    ფანი [?]
    #8 6 ნოემბერი 2024 18:26
    0
    Espanioltan meore taimze iseti ragac tqva gadauvlian dges belgradelebs memgoni 😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 ნოემბერი 2024 14:21
    3
    არ უყვარს უაზრო ბაზარი, მარტო საქმეზე ლაპარაკობს. ჩავი ნამდვილად არ მომნატრებია მის პრესკონფერენციებს რო ვისმენდი.
    წევრი [?]
    #6 6 ნოემბერი 2024 13:48
    0
    ფას ფლიკ ფას, შეჭამააა barca-1 heart_eyes
    გულშემატკივარი [?]
    #5 6 ნოემბერი 2024 11:38
    2
    sandro89, მარგალ რექო წიე 😂😂😂
    Culé [?]
    #4 6 ნოემბერი 2024 09:50
    1
    ჰანსი აბა შენიცი ონჯღორე ვამოძირა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 6 ნოემბერი 2024 08:35
    8
    პროფესიონალი
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    წევრი [?]
    #2 6 ნოემბერი 2024 07:55
    6
    მიდი გერმანელო.შეჭამე მორიგი მსხვერპლი
    ახალბედა [?]
    #1 6 ნოემბერი 2024 03:19
    10
    თებერვლამდე ამ ტემპით უნდა მიხვიდე ჰანს, ტრადიციულად თებერვალი და მარტის დასაწყისი უჭირს ბარსას, აპრილის სტარტზე იგივე შემართებით და მინიმუმ 2 ტიტული არის