მარკ კასადო ხელშეუხებელია

მარკ კასადო ხელშეუხებელია

მარკ კასადო ხელშეუხებელია და მისი პრემიერ ლიგაში გაყიდვა არც კი განიხილება. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი საფეხბურთო ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ცნობილია, რომ "ბარსელონას" 21 წლის საყრდენი ნახევარმცველის დამატებით ინგლისური გუნდები არიან დაინტერესებულნი. თუმცა "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკიც და სპორტული დირექტორი დეკუც ფეხბურთელს გუნდის საკვანძო მოთამაშედ მიიჩნევენ და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით მისი გაყიდვის ვარიანტი არ განიხილება.

კასადოს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევროა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 ნოემბერი 2024 23:09
    0
    ლა მასიას 80% ხელშეუხებელი უნდა იყოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 6 ნოემბერი 2024 14:57
    0
    კი მაგრამ 100 მილიონი როა გამოსასყიდი, ვინმე ფიქრობს რო მოვა პსჟ, ბარსას სალაროში გადაიხდის 100 მილიონს და წაიყვანს? ჯერ კონტრაქტამდე მას უნდა დაელაპარაკონ უნდა თუ არა წასვლა. მეორეც ეს ბიჭი ბედნიერია რო ბარსელონაში თამაშობს და არსად წასვლაზე აზრიც კი არა აქვს.
    Culé [?]
    #3 5 ნოემბერი 2024 21:47
    8
    კარგი ბიჭია, უკეთესი გახდება მალე….
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    წევრი [?]
    #2 5 ნოემბერი 2024 20:16
    4
    ციტატა: me da barca
    100 მილიონი მისი რეალური ფასი გახდება 1-2 წელიწადში.
    დასკვნა: გაასამაგეთ გამოსასყიდი.

    როცა გაუფორმეს, ბარსა ბ-ს დონის ფეხბურთელად მოიაზრებდნენ და მისთვის 100 მილიონი ისე მიაჩნდათ, როგორც პედრი-გავის 1 მილიარდი. ახლა კი კასადოს რეალური ფასი გახდება მალე მართლაც, ასეთია ფლიკის და ლა მასიას ეფექტი :)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 ნოემბერი 2024 20:04
    8
    100 მილიონი მისი რეალური ფასი გახდება 1-2 წელიწადში.
    დასკვნა: გაასამაგეთ გამოსასყიდი.