დე ლა ფუენტე გავის ნაკრებში გამოძახებას გეგმავს
ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე მომდევნო სანაკრებო პაუზის დროს გავის "ფურია როხაში" გამოძახებას გეგმავს.
გავიმ მძიმე ტრავმა გასული წლის ნოემბერში, სწორედ ნაკრებში თამაშის დროს მიიღო. ახალგაზრდა ფეხბურთელი ახლახან გამოჯანმრთელდა და ჰანსი ფლიკი მის სრულად დატვირთვას ერიდება. თუმცა შესაძლოა, 20 წლის ნახევარმცველი ნაკრებში მაინც გამოიძახონ.
Relevo-ს ცნობით დე ლა ფუენტე გავის გამოძახების ვარიანტს განიხილავს და ის საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.
ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის დასკვნით ორ შეხვედრას 15 და 18 ნოემბერს დანიასთან და შვეიცარიასთან გამართავს. "ფურია როხა" ფლეი ოფში უკვე გასულია და დანიასთან არწაგების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილსაც გაინაღდებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]