ფერან ტორესი მშობლიურ ქალაქს დაეხმარება
"ბარსელონას" შემტევი ფერან ტორესი წყალდიდობით დაზარალებულ თავის მშობლიურ ქალაქს დაეხმარება.
ბოლო დღეებში მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვალენსიაა. ესპანეთს ეს რეგიონი წყალდიდობის შედეგად ძალიან დაზარალდა.
ფერან ტორესი ვალენსიის ქალაქ ფოიოსშია დაბადებული და Mundo Deportivo-ს ცნობით "ბარსას" ესპანელი ფეხბურთელი აპირებს, მშობლიურ ქალაქს დაეხმაროს.
ფინანსური დახმარების გარდა ფერან ტორესი ფოიოსის საფეხბურთო ბანაკებს საჭირო აღჭურვილობით დაეხმარება, ასევე ის იზრუნებს იმ ცხოველთა თავშესაფრებზე, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალდა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]