ინიაკი პენია საუკეთესოთა შორის
"ბარსელონას" კარის დარაჯი ინიაკი პენია მშრალად შენახული კარის სტატისტიკის მხრივ ლა ლიგის საუკეთესო მეკარეებს შორის შედის იმის მიუხედავად, რომ მას კონკურენტებზე ბევრად ცოტა თამაში აქვს ჩატარებული.
პენია "ბარსელონას" კარში მას შემდეგ ვიხილეთ, რაც მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მძიმე ტრავმა მიიღო. 25 წლის მეკარემ ლა ლიგაში 6 თამაშის ჩატარება მოასწრო და კარი მშრალად უკვე 4-ჯერ შეინახა.
ესპანეთის ჩემპიონატის განვლილ 11 ტურში საუკეთესო შედეგი კარის მშრალად ხუთჯერ შენახვაა. ეს "რეალ სოსიედადის" მეკარემ, ალექს რემირომ მოახერხა, რომელმაც თერთმეტივე შეხვედრაში ითამაშა. მეორე ადგილზე ინიაკი პენიაა, რომელსაც მოსდევენ: აგირესაბალა (8 მატჩში 4 მშრალი თამაში), ობლაკი (10, 4), ნილანდი (11, 4), სილვა (11, 4), გრეიფი (8, 3), კურტუა (9, 3), გასანიგა (11, 3), ერერა (11, 3).
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]