ფერმინ ლოპესმა ბარსელონასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, ფერმინ ლოპესმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ კატალონიელები ოფიციალურად ადასტურებენ.
ცოტა ხნის წინ "ბლაუგრანას" მიერ გაკეთებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ესპანელმა შუახაზელმა კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა, მისი გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონი ევრო იქნება.
ფერმინ ლოპესი "ბარსელონას" პირველ გუნდში 2023 წლის ზაფხულში გამოჩნდა და მას შემდეგ კატალონიელთა პირველ გუნდში ჩატარებულ 48 მატჩში 21 წლის ფეხბურთელმა თავი 11 გოლთა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 5 ]