ბარსა ინიაკი პენიას ახალ კონტრაქტს უმზადებს

ბარსა ინიაკი პენიას ახალ კონტრაქტს უმზადებს

"ბარსელონა" გუნდის ამჟამინდელ პირველ მეკარესთან, იანიკი პენიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი გაბრიელ სანსი ავრცელებს.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მძიმე ტრავმის შემდეგ "ბარსამ" ახალი მეკარის ძებნა სასწრაფოდ დაიწყო, დროებით პირველ ნომრად კი კლუბის 25 წლის აღზრდილი იქცა. თუმცა ბოლო შეხვედრებში, განსაკუთრებით კი "რეალ მადრიდთან" ნაჩვენებმა შედეგმა ჰანსი ფლიკი დაარწმუნა, რომ ესპანელი კარის დარაჯის ნდობა შეიძლება, პოლონელი ვოიცეხ შჩესნი კი თავის შანსს კვლავ ელოდება.

კატალონიური მედიის ცნობით ფლიკი პენიათი კმაყოფილია, განსაკუთრებით მის მიერ გამოვლენილი ხასიათით ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ. შედეგად კი მივიღეთ რეალობა, რომელშიც "ბარსელონა" აპირებს, იანიკის ხელშეკრულება გაუხანგრძლივოს. თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

მხარეებს შორის ამჟამად მოქმედ კონტრაქტს ვადა 2026 წელს გასდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 1 ნოემბერი 2024 08:44
    1
    ცოტა ფსიქოფიურად აქ მოსამატებელი 😄
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 31 ოქტომბერი 2024 21:46
    3
    ფლიკის ხელში ყველა ათამაშდა და შეიძლება ესეც უკეთესი გახდეს. შანსი აქვს და უნდა გამოიყენოს.
    წევრი [?]
    #6 31 ოქტომბერი 2024 20:09
    2
    ბაიერნთან და რეალთან დიდად საქმე არ ქონია, რაც დაურტყეს უმეტესობა ოფსაიდი იყო. დიდად თავი არ გამოUჩენია. ცუდი მეკარე არაა მაგრამ ამის იმედად საშიშია ყოფნა
    გულშემატკივარი [?]
    #5 31 ოქტომბერი 2024 18:35
    1
    ციტატა: nika 54
    ციტატა: Rick Sanchez
    კარგი იყო რეალთან მაგრამ საშიში კაცია მაინც

    მაგის ბედზე ყველა გატანილი ოფსაიდი აღმოჩნდა და მადლობა უთხრას დაცვას რო ოფსაიდის ხაზს კარგად იჭერენ.

    დაცვა რო ამოწეული თამაშობდა მაგიტომაც შეიქმნა სახიფათო მომენტები, ეგ პენიას წინააღმდეგ არგუმენტი ნაკლებადაა
    Culé [?]
    #4 31 ოქტომბერი 2024 13:44
    4
    არ ვიცი რატომ თვლის ხალხი ამდენარ ცუდ მეკარედ. შეიძლება არც ნოიერია, არც ტერ შტეგენი და არც თუნდაც საშუალოზე მაღალი დონის მეკარე, მაგრამ გალათასარაიში ვისაც ახლოვს ამის თამაშები, მშვენივრად იდგა. მუსლერაც სკამზე დასვა მაშინ. მეორე მეკარედ მშვენიერი არჩევანია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 31 ოქტომბერი 2024 13:06
    3
    ციტატა: Rick Sanchez
    კარგი იყო რეალთან მაგრამ საშიში კაცია მაინც

    მაგის ბედზე ყველა გატანილი ოფსაიდი აღმოჩნდა და მადლობა უთხრას დაცვას რო ოფსაიდის ხაზს კარგად იჭერენ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 31 ოქტომბერი 2024 09:06
    6
    სუსტია,მარა ნდობას,რომ უცხადებს ფლიკი აშკარად უმატებს. მეკარეების მწვრთნელი გვყავს ვიღაცა ცხოველი მგონი ფლკის მოყვანილია და იქნება დააყენოს ამისგან რამე. შესნი და პენია უნდა ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, კარგია მაინც კონკურენცია. შენსი ძალიან მაგარი ტიპაჟია, ცხოვრების საუკეთესო პერიოდი აქვს ტიპს, კლიპებს რომ ვუყურე ყველგან გახარებულია, ფლიკს ესაუბრება, ახალგაზრდებს რჩევებს აძლევს,არავისზე ნაკლებად არ უხარია გოლები და წარმატება,მოკლედ კარგი მასტი დავიმატეთ. გასახდელში და სავარჯიშო მოედანზე აშკარად გვადგება და მოედანზეც იმედია ვიხილავთ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 31 ოქტომბერი 2024 08:19
    2
    კარგი იყო რეალთან მაგრამ საშიში კაცია მაინც