ჰანსი ფლიკმა ტიტო ვილანოვასა და ლუის ენრიკეს მიღწევები გაიმეორა

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" შედეგები მართლაც გასაოცრად კარგია. ბოლო სამ შეხვედრაში "ბლაუგრანამ" "სევილია" (5-1), "ბაიერნი" (4-1) და "რეალ მადრიდი" (4-0) გაანადგურა. თუმცა ჰანსი ფლიკის გუნდის მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ ის სტაბილურად დომინირებს და არა ერთეული გამონათებების დროს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებული 14 შეხვედრიდან "ბარსელონამ" 12 მოიგო. ასეთი შედეგი "ბარსას" ისტორიაში მხოლოდ ერთხელ ჰქონდა - 2012/13 წლების სეზონში, როდესაც გუნდს ტიტო ვილანოვა წვრთნიდა.
ამ 14 მატჩში კატალონიელებმა 47 გოლი გაიტანეს. 21-ე საუკუნეში "ბლაუგრანამ" 14 შეხვედრაში ამდენი გოლი მხოლოდ ერთხელ გაიტანა. ეს 2016/17 წლების სეზონში მოხდა, როდესაც ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეთა კარი ასევე 47-ჯერ აიღო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]