დანი ოლმო სასტარტოში ბრუნდება

- თამაშის დრო: კვირა, 3 ნოემბერი, 19:15
თვენახევრიანი შესვენების შემდეგ დანი ოლმო "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ Relevo-ს ჟურნალისტი ალექს პინტანელი ავრცელებს.
ესპანელი შემტევი ნახევარმცველი "ბარსელონაში" გასულ ზაფხულში დაბრუნდა. მან თავი გოლით "ბლაუგრანას" პირველ სამ შეხვედრაში გამოიჩინა, მაგრამ 15 სექტემბერს "ჟირონასთან" გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს თვეზე მეტი დროის განმავლობაში გამოაკლდა.
ოლმო "ბარსას" "ბაიერნთან" 4-1 მოგებულ შეხვედრაში დაუბრუნდა. მან მონაწილეობა 4-0 მოგებულ "ელ კლასიკოშიც" მიიღო. თუმცა ორივე შემთხვევაში 26 წლის ფეხბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო. კვირას "ესპანიოლთან" გასამართ დაპირისპირებაში კი მას სასტარტოში ველით.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]