ოფიციალურად: ლამინ იამალი Kopa Trophy-ს გამარჯვებულია
ახლახან ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის Kopa Trophy-ს გამარჯვებული, ბარსელონას ტალანტი, ლამინ იამალი გახდა.
ამასთან, 5-ეულში გავიდა კიდევ ერთი ბარსელონელი - პაუ კუბარსი.
ადგილები ასე გადანაწილდა:
- ლამინ იამალი (ბარსელონა)
- არდა გიულერი (რეალ მადრიდი)
- კობი მეინუ (მანჩესტერ იუნაიტედი)
- სავინიო (მანჩესტერ სიტი)
- პაუ კუბარსი (ბარსელონა)
საღამო მშვიდობისა.
ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია. მადლობა France Football-ს. ეს პრიზი დედაჩემს, ბებიაჩემს, ეროვნულ ნაკრებს, მწვრთნელებს - ლუისს, ჩავისა და ჰანსის ეძღვნებათ. ასევე, მათ, ვინც მხარს მიჭერდნენ.
ასეთი მიღწევები საამაყოა. მადლობა კოლეგებს. ასე გავაგრძელებ.
Visça el Barça y La capital 304!
- განაცხადა ცერემონიაზე 17 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ამ ასაკში ოქროს ბურთის 10-ეულშიც (მე-8 ადგილზე) მოხვდა.
აღნიშნული ჯილდო, რომელიც წლის საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელს გადაეცემა, France Football-მა 2018 წელს შექმნა. ეს პრიზი რაიმონდ კოპას სახელობისაა - ფრანგი ფეხბურთელის, რომელმაც 1958 წელს ოქროს ბურთი მოიგო.
2018 წელს Kopa Trophy-ს პირველი მფლობელი კილიან მბაპე გახდა, 2019 წელს ის მატაის დე ლიხტმა მოიგო, 2021 წელს - პედრიმ, 2022 წელს - გავიმ, 2023 წელს კი - ჯუდ ბელინგემმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]