ლამინ იამალი: გვჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ

ლამინ იამალი: გვჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ

"ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა "რეალ მადრიდთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

გვჯერა, რომ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი ვართ. ამბობდნენ, რომ მხოლოდ საშუალო დონის გუნდებს ვუგებდით, ახლა კი "რეალ მადრიდი" სტუმრად 4-0 დავამარცხეთ. დავამტკიცეთ, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია.
ვფიქრობ, ჩემი ბრეკეტები [ლურჯ-წითელი რეზინებით] იღბლიანია. მეგობრებს ვუთხარი, რომ თუ გოლს გავიტანდი, ბრეკეტებს ვაჩვენებდი.
მეორე გოლის შემდეგ გვინდოდა, კიდევ რაც შეიძლება მეტი გაგვეტანა.
წინსვლა უნდა განვაგრძოთ. ლა ლიგა გრძელი ტურნირია. ახლა "ესპანიოლთან" მატჩზე უნდა ვიფიქროთ. 
შესანიშნავი გამოცდილებაა, როცა მეტოქის სტადიონზე შენი გუნდის ფანები უფრო ხმაურიანები არიან. ეს დაუჯერებელია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 25 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #25 29 ოქტომბერი 2024 15:32
    0
    ციტატა: Clever liar
    უდაოდ, ულაპარაკოდ გადასარევი გუნდი ხართ, მაგრამ საუკეთესოობამდე წინ ბევრი ფინიშის ხაზი და თასი გავქვთ ..

    საუკეთესომდე დიდი პრეტენზია არა გვაქვს, კარგი გუნდი გვინდა ვიყოთ ისეთი გულშემატკივარს რო თამაშით ასიამოვნებს. და არა რეალივით თასებით, თვითონაც არ მალავენ რო ანჩელოტის ფეხბურთი ყელში ამოუვიდათ და სილამაზე მოენატრათ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #24 27 ოქტომბერი 2024 18:08
    2
    ციტატა: me da barca
    შევადაროთ ახლა ჩავის ბარსა და ეს ბარსა. მერე იტყვიან ჩავი კარგი მწვრთნელი იყოო.

    აბაა იცი რას ვერ ვპატიობ ყველაზე მეტად ?! კაცი ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იყო ალბათ გახსოვს საყრდენადაც ნათამაშევი აქვს და მთელი სეზონი ორიოლ რომეუს გვაყურებინა rage და კასადოს სათამაშო დროს არ აძლევდა confused
    საიტის ლეგენდა  [?]
    #23 27 ოქტომბერი 2024 17:49
    4
    შევადაროთ ახლა ჩავის ბარსა და ეს ბარსა. მერე იტყვიან ჩავი კარგი მწვრთნელი იყოო.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #22 27 ოქტომბერი 2024 17:45
    2
    მაგ გოლებამდე რეალის ფანები უფრო ხმაურიანები იყვნენ, მაგრამ მერე ჩაუვარდათ ხმა. ეგ კი არა მე-3 გოლზე მაყურებელი ტრიბუნებიდან დაიძრა კიდეც. არ არიან ასე გათახსირებას მიჩვეულები.
    ფანი [?]
    #21 27 ოქტომბერი 2024 15:59
    0
    ვიღაცამ დაწერა პირველი ტაიმის მერე, პირველი ტაიმის გუნდი ეთამაშა მეორე ტაიმის გუნდს და მეორე ტაიმში კაროჩე დაგენძრათო🤣🤣🤣🤣
    Culé [?]
    #20 27 ოქტომბერი 2024 15:00
    2
    ვამოს ბარსა 🫶
    Culé [?]
    #19 27 ოქტომბერი 2024 13:35
    2
    ციტატა: Frenkie de Jong_
    ციტატა: BEQA1899
    იამალის უნდა ფიზიკა და +სისწრაფის მომატება დალშე არის ტოპი

    17 წლის ბავშვის ფიზიკით დატვირთვა არ შეილება ჯერ.

    თორემ ანსუ ფატის რაც დაემართა იგივე დაემართება.
    Culé [?]
    #18 27 ოქტომბერი 2024 13:28
    2
    უდაოდ, ულაპარაკოდ გადასარევი გუნდი ხართ, მაგრამ საუკეთესოობამდე წინ ბევრი ფინიშის ხაზი და თასი გავქვთ ..
    Culé [?]
    #17 27 ოქტომბერი 2024 13:10
    4
    ძალიან მინდოდა ილიას და ბარსელონას მოგება 🫶

    მადლობა ღმერთს ყველაფერი ახდა
    Culé [?]
    #16 27 ოქტომბერი 2024 12:03
    9
    ციტატა: Rick Sanchez
    კი ვამბობთ გოლამდე ცუდი იყოო, მაგრამ რომ დავუკვირდეთ პირველ ტაიმში არცერთი შემტევი ვარგოდა. მეორე ტაიმში რა დარიგებები მისცა ფლიკმა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია დაიხიეს ყველა.

    პირველ ტაიმი რეალმა აჯობა ბარსას უბრალოდ ბარსას ქონდა 2 მომენტი კარში დარტყმის და ეგაა მაგრამ მეორე ტაიმი ფლიკმა გადაწყვიტა დომინაცია და ბურთის დაჭერა ამიტომ შემოუშვა ფერმინის მაგივრად დეიონგი და დალშე კი მოხდა 1 ტაიმში 4 გოლი გაუტანა დაჟე 6 გავიდოდა თავუსუფლად ლევანას მომენტებში
    Culé [?]
    #15 27 ოქტომბერი 2024 11:36
    4
    კი ვამბობთ გოლამდე ცუდი იყოო, მაგრამ რომ დავუკვირდეთ პირველ ტაიმში არცერთი შემტევი ვარგოდა. მეორე ტაიმში რა დარიგებები მისცა ფლიკმა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია დაიხიეს ყველა.
    Culé [?]
    #14 27 ოქტომბერი 2024 11:06
    7
    ციტატა: BEQA1899
    იამალის უნდა ფიზიკა და +სისწრაფის მომატება დალშე არის ტოპი

    17 წლის ბავშვის ფიზიკით დატვირთვა არ შეილება ჯერ.
    წევრი [?]
    #13 27 ოქტომბერი 2024 10:23
    1
    იამალის უნდა ფიზიკა და +სისწრაფის მომატება დალშე არის ტოპი
    წევრი [?]
    #12 27 ოქტომბერი 2024 09:20
    17
    Კასადო ულაპარაკოდ შეუცვლელი ფიგურაა გუნდში მაგას ვერავინ ამოაგდებს ეხლა. Დეიონგი კი ფაქტობრივად ოქროს ზამენაა, სათამაშო დროის სიმცირე არც მაგას არ ექნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 27 ოქტომბერი 2024 09:14
    4
    აი გუშინ არ დაწერილა და ახლა ვიტყვი რომ იამალს გოლამდე ძალიან ცუდი მატჩი ქონდა გუშინ, იგივე რაფინიაზეც მაგრამ ბოლოს ასისტს+გოლი გამოაცხო ტიპმა და მეტი რა ექნა?! აი იამალს მემგონი თავისი ტალანტი უჭერდა, არ მოქმედებდა სწორად გუშინ უმეტესწილად, ხან პასს აგვიანებდა, ხან დრიბლინგს უმიზეზოდ აფუჭებდა და ის დარტყმა პირველ ტაიმში? რატო მოუნდა ბურთის გადაგდება ყველა გარემოების გათვალისწინებით ვერ მივხვდი. არ ვაკნინებ, მხოლოდ გუშინდელ მატჩს ვაფასებ, ჯერ ბავშვია და მილიონი რამ აქვს სასწავლი, მათ შორის დიდი მატჩების თამაშიც, აიღოს ბაიერნთან მატჩი დადაიზეპიროს როგორ ათრია ყველა, აიღოს რეალთან მატჩი და ისწავლოს რა არ უნდა გააკეთოს ასეთ მატჩებში. აი გოლი რომ გაიტანა მანდ მნიშვნელოვნად გამოისწორა სახელი ამ მატჩში, ეგ გოლი იყო დამაფინიშებელი, მაგის მერე ვიცოდით უკვე შედეგი, ეგ იყო რეალის მოხრჩობა, თვითონ გოლი კიდე კლასის გამოვლინება იყო იამალისგან, ბურთის მიღებიდან დარტყმამდე არც კი გაუხედავს სად იყო კარი, ან მეკარე სად იდგა, ალბათ მხოლოდ იმას გრძნობდა თვითონ სად იდგა მაგ დროს, იმასაც ინტუიციით, მაგრამ ისე დაარტყა როგორც იყო დასარტყმელი მაგ პოზიციიდან, არც უფიქრია თითქოს გენში ეწერა და თავისით იჩინა თავი მაგ ნიჭმაც მაგ მომენტში. ელ კლასიკოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამტანის რეკორდიც მიიწერა და ერთი მატჩისთვის ესეც საკმარისი ჯილდოა ალბათ blush
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #10 27 ოქტომბერი 2024 08:39
    13
    კასადო ხო 1-1 საუკეთესოა და დეიონგს მართლა ძალიან გაუჭირდება სასტარტოში დაბრუნება, მაგრამ რაცც არ უნდა აგინოთ დეიონგს შემოშვლის მერე თამაში შეცვალა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 27 ოქტომბერი 2024 06:32
    14
    რეალის ბარიერიც წარმატებით და რაც მთავარია დამაჯერებლათ გადავლახეთ ახლა ბოლო გამოცდა ბარსას სიტისთან ექნება ადრე თუ გვიან მოგვიწევს მათი გატყეპვა და ეს უბრალოთ დროის სააკითხია....
    ახალბედა [?]
    #8 27 ოქტომბერი 2024 04:29
    6
    ლიგაზე ნებისმიერ მოვუგებთ მარტივად სითის და ლივეს გარდა მანდ იქნება ბრძოლა მაგარი
    ფანი [?]
    #7 27 ოქტომბერი 2024 02:53
    13
    ციტატა: Wtfman123
    ბაიერნთან და რეალთან თამაშით დაამტკიცეს რო ლიგის და ლა ლიგის მთავარი ფავორიტები არიან. 3 დღეში ლიგის 2 მთავარი ფავორიტი ამოვისვით გადავუარეთ

    ისე რამხელა თავის ტკივილი აქ ფლიკს დეიონგი სკამზე როგორ უნდა დასვას ძაან კლასნია და. მეორე ტაიმში შემოვიდა და ბურთი დაუმალა რეალის 4 ნახევარმცველს მაგან და პედრიმ ბურთი დაუმალეს

    კასადო რომ არა ამ თამაშს ალბათ ვერ მოვიგებდით ამიტომ დეიონგი ვფიქრობ მეორეში უნდა შემოიყვნოს ხოლმე როცა ბურთის დაჭერა დაგვჭირდება, ხოლო კასადო ულაპარაკოდ სასტარტოს კაცია.
    ჩემი აზრით დღეს ეგ იყო საუკეთესო და შემდეგ პედრი.
    წევრი [?]
    #6 27 ოქტომბერი 2024 02:48
    11
    ბაიერნთან და რეალთან თამაშით დაამტკიცეს რო ლიგის და ლა ლიგის მთავარი ფავორიტები არიან. 3 დღეში ლიგის 2 მთავარი ფავორიტი ამოვისვით გადავუარეთ

    ისე რამხელა თავის ტკივილი აქ ფლიკს დეიონგი სკამზე როგორ უნდა დასვას ძაან კლასნია და. მეორე ტაიმში შემოვიდა და ბურთი დაუმალა რეალის 4 ნახევარმცველს მაგან და პედრიმ ბურთი დაუმალეს