პედრი: ვიფიქრე, რომ გავისთვის კაპიტნის სამკლაურის გადასაცემად იდეალური მომენტი იყო
"ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ ლა ლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში (5-1) "სევილიას" განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ათიანზე უნდა მეთამაშა, მაგრამ გარსიამ მატჩისწინა გახურებისას ტრავმა მიიღო და გეგმები შეიცვალა.
მწვრთნელმა გვითხრა, რომ "სევილია" საჯარიმოს მისადგომებთან დიდ სივრცეს ტოვებდა. ამით ვისარგებლე და დავარტყი, რასაც გოლი მოჰყვა.
ეს კვირა რთული იქნება, მაგრამ მზად ვართ.
გავისთვის კაპიტნის სამკლაურის გადაცემას არ ვგეგმავდით, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამისთვის ეს იდეალური მომენტი იყო. გავის გამო ბედნიერი ვარ და მისით ვამაყობ. ყველა ბედნიერია. ფანებს ის ძალიან უყვართ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]