ჟოან ლაპორტა: სპოტიფაი კამპ ნოუ სრულიად მზად 2026 წლისთვის იქნება
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გენერალურ ასამბლეაზე სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.
ყველაფრისა და ყველას წინააღმდეგ ვიბრძვით. ამას ყოველდღე ვგრძნობთ. ვებრძვით იმათ, ვინც "ნეგრეირას საქმეს" მხარს უჭერს.
ყოველთვის, როდესაც საქმე კარგად მიდის, "ნეგრეირას საქმეს" იყენებენ, რათა ყველას ყურადღება ამისკენ გადაიტანონ.
"ბარსელონა" კვლავ მსოფლიოში უამრავი ადამიანის საყვარელი კლუბია.
"ნეგრეირას საქმეს" ვიგებთ.
ახალი "სპოტიფაი კამპ ნოუ" გულშემატკივრების მისაღებად სრულიად მზად 2026 წლისთვის იქნება. სტადიონის აშენება ოცნება აღარაა, ეს რეალობაა.
დირექტორთა საბჭო, რომელთან ერთადაც დღეს მოგმართავთ, თავს უფრო ძლიერად, უფრო თავდაჯერებულად და უფრო მტკიცედ გრძნობს, ვიდრე ოდესმე, რათა ბოლომდე მიიყვანოს კლუბის ყველა მხრივ, ყველა სფეროში, გამოცოცხლება, გაუმჯობესება.
"ლა მასიას" აღზრდილები, გამოცდილი ფეხბურთელები, მთავარ მწვრთნელად ჰანსი ფლიკი... დარწმუნებული ვარ, სპორტული მიღწევები დაბრუნდება.
2023/24 წლების ფინანსური შედეგი 12 მილიონი ევროთი დადებითია. ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო დეკუს მუშაობის გავლენა, რისი წყალობითაც ფინანსურად უკეთეს მდგომარეობაში ვართ. ხელფასები 170 მილიონი ევროთი შემცირდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]