რა დაუჯდა ბარსას დანი ოლმო? - ლაპორტამ ზუსტი თანხა დაასახელა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გენერალურ ასამბლეაზე დანი ოლმოში გადახდილი ზუსტი თანხა დაასახელა.
"ბარსამ" ოლმო გასულ ზაფხულში "ლაიფციგიდან" დაიმატა. აქამდე გავრცელებული ცნობებით, კატალონიურ კლუბს 26 წლის ნახევარმცველი 62 მილიონი ევრო (55 მილიონი ფიქსირებული, 7 მილიონი ბონუსები) დაუჯდა, რაც, როგორც აღმოჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. კლუბმა ესპანელი რეალურად უფრო იაფად დაიმატა.
ლაპორტამ დაადასტურა, რომ "ბლაუგრანამ" ოლმო 47 მილიონი ევროსა და გარკვეული ცვლადების სანაცვლოდ შეიძინა.
ოლმო, რომელმაც "ბარსელონასთან" 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კატალონიურ გუნდს შესანიშნავად მოერგო. მან 3 მატჩში 3 გოლი გაიტანა, რის შემდეგაც, სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო. ივარაუდება, რომ დანი ხვალ "სევილიასთან" დაბრუნდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]