ინტერვიუ ლაპორტასთან: იამალზე 250 მილიონიანი შემოთავაზება მივიღეთ, მაგრამ უარი ვთქვით
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ Barça One-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მან არაერთ აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.
"ბარსელონა" ცოცხალია. ამ კვირაში 125 წლის იუბილესთან დაკავშირებული პოსტერიც წარვადგინეთ. ეს ხელოვნების ნიმუშია. კარგი პერიოდი გვიდგას.
ბედნიერი ვარ, რადგან ფანები ბედნიერები არიან. გენერალური ასამბლეა კლუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ფინანსური ანგარიშები უნდა დამტკიცდეს. "კულეებისთვის" უქმეები "ბარსას" გარეშე რთულია. გულშემატკირვებს კმაყოფილების მიზეზი აქვთ - 125 წლის იუბილე, ახალი სტადიონი, კლუბის ეკონომიკური მოძლიერება, ჰანსი ფლიკის ბრწყინვალე გუნდი... ასამბლეა კარგ დროსაა.
კლუბის მართვის მოდელი? უკვე არაერთხელ ვთქვი, ეს არ შეიცვლება. "ბარსელონა" მის წევრებს ეკუთვნით, რაც მოტივაციას გვაძლევს. "ბარსა" დემოკრატიული კლუბია. ეს არ შეიცვლება. ფანების უმეტესობას ეს ესმის. არანაირი რისკი არ არსებობს.
ასამბლეაში წევრების ონლაინ ფორმატით მონაწილეობა? ეს ასამბლეას მონაწილეებისთვის უფრო ხელმისაწვდომს და უნივერსალურს გახდის. გვინდა, მონაწილეობა რაც შეიძლება მეტმა წევრმა მიიღოს. დელეგატებთან რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ. ჩვენ დემოკრატიისა და თავისუფლებების კლუბი ვართ, რაც წესდებაში გათვალისწინებულია. ასამბლეაში ხალხი მთელი მსოფლიოდან იქნება ჩართული. ამ ფორმატში თავს კომოფრტულად ვგრძნობ. გარდა ამისა, დარბაზში მისვლის უფლება მხოლოდ პირველ 1000 წევრს (სენატორს) აქვს.
ფინანსური ანგარიშგება? ყველა კითხვას ვუპასუხებთ. რაც უნდა დავამტკიცოთ, ძალიან სერიოზულია, რადგან ეს აუცილებელია ინსტიტუციური სტაბილურობისთვის და კლუბის მოძლიერებისთვის. ახლა უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ვიდრე 2021 წელს ვიყავით, როდესაც მოვედით.
Aramark-თან გარიგება? მათ საუკეთესო შემოთავაზება გაგვიკეთეს და მოიგეს. მათ "ბარსაში" პოტენციალი დაინახეს. Aramark-ის წყალობით, მოვიდნენ კომპანიები, რომლებმაც ინვესტირება დაიწყეს.
როდესაც მმართველობაში მოვედით, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. შემოსავალი გავზარდეთ, ხარჯები შევამცირეთ. ხელფასები 170 მილიონი ევროთი შევამცირეთ. ამისათვის საჭირო უნარი უნდა გქონდეთ. ასევე ვიცით, როგორ გავყიდოთ ფეხბურთელები 80 მილიონ ევროდ. რაც ჩვენ გვაქვს და სხვას - არავის, "ლა მასიაა", რომელიც ტალანტებს ზრდის და ისინი, საბოლოოდ, პირველ გუნდში თამაშობენ. უკვე ვთქვი, რომ "ლა მასია" ჩვენი პროექტის ბირთვი იქნებოდა და ამას მიავღწიეთ. სატრანსფერო ბაზარს თვალს ვადევნებთ, მაგრამ, პირველ რიგში, აქცენტს "ლა მასიაზე" ვაკეთებთ.
ზაფხულში გაყიდვები არ იყო, რადგან გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნებაზე ვფიქრობდით. არ ვფიქრობ, რომ შევცდით. ჰანსი ფლიკი ამ მოთამაშეებისგან ბევრს იღებს. გიუნდოგანი წავიდა, მაგრამ ოლმო მოვიდა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც უკეთ თამაშობენ, მაგალითად, რაფინია ან ლევანოდვსკი. ბენდიერები ვართ. იმათ, ვისაც დარჩენა უნდათ, დარჩებიან.
"კამპ ნოუს" რეკონსტრუქციას არაერთი რისკი ახლდა, მაგრამ რისკები კონტროლირებადი იყო. გასულ სეზონში "კამპ ნოუზე" 229 მილიონი გამოვიმუშავეთ, "ლუი კომპანისზე" კი - 126. ჩვენი სტრატეგიული გეგმა დადებითი შედეგების გაგრძელებას უზრუნველყოფს.
Nike-თან გარიგება? ეს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო კონტრაქტი იქნება. ხელშეკრულების აგვისტოში გაფორმება შეიძლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, რადგან მინდოდა, საუკეთესო კონტრაქტი დამედო. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რომელიც სრულდება და ამას მალე დავაანონსებთ. ეს 10-წლიანი კონტრაქტი იქნება.
ფეარ ფლეი? ამ მხრივ სიტუაცია ვითარდება. Nike-თან კონტრაქტი დაგვეხმარება.
ხავიერ ტებასთან ურთიერთობა? სირთულეები წარმოიქმნა, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა.
გავიმ ტრავმა ერონულ ნაკრებში თამაშისას მიიღო. ეს უნდა შევაჩეროთ. გავისთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის და ის, შესაძლოა, მომდევნო მატჩებში დაბრუნდეს: "სევილიასთან", "ბაიერნთან", "რეალ მადრიდთან"... ლაზარეთიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს ადაპტაციის პერიოდი სჭირდებათ.
სანაკრებო პაუზა და ფეხბურთელების ნაკრებებში გამოძახება? სავალდებულო წესი უნდა შეიცვალოს. თუ მოთამაშეს გადწყვეტილების თავისუფლება აქვს, სიტუაციის გათვალისწინებით, ფეხბურთელმა თავად უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდება თუ არა ეროვნულ გუნდს. მოთამაშე დაცული უნდა იყოს.
ლევანდოვსკის ხელშეკრულებას გავახანგრძლივებთ, როგორც კი ის მატჩების 50%-ს ჩაატარებს. ეს პუნქტი მის კონტრაქტში უკვე დევს.
6 თვის წინ ლამინ იამალის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო შემოგვთავაზეს, მაგრამ ამაზე უარი ვთქვით.
ჰანსი ფლიკმა "ბარსაში" რევოლუცია მოახდინა. ის კლუბში ინტეგრირებული, მეგობრული, ხალხთან დაახლოებული, მომთხოვნი, დისციპლინრებული მწვრთნელია... ის პროფესიონალია. მისი მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ.
მარკ გიუ? ნებისმიერი ფეხბურთელისთვის, რომელსაც "ბარსელონას" დატოვება სურს, კარი ღიაა. "ბარსას" მსგავსი ადგილი არ არსებობს და ისინი ამას მოგვიანებით მიხვდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]