ლამინ იამალი და პაუ კუბარსი Golden Boy-ს ფინალისტებს შორის

იტალიურმა Tuttosport-მა 2024 წლის Golden Boy-ს 25 ფინალისტის ვინაობა დაასახელა, რომელთა შორის ლამინ იამალი და პაუ კუბარსი მოხვდნენ.
Golden Boy-ს ჯილდო 2003 წლიდან არსებობს და ის ევროპის მასშტაბით წლის საუკეთესო 21-წლამდელ ფეხბურთელს გადაეცემა.
"ბარსას" ფეხბურთელს ეს ჯილდო 3-ჯერ მოუგია - 2005 წელს ლიონელ მესის, 2021 წელს პედრის და 2022 წელს გავის.
წლევანდელი "ოქროს ბიჭუნას" ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტი ასევე "ბარსელონელი" ლამინ იამალია, რომელმაც გასულ სეზონში არაერთი რეკორდი დაამყარა და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. კარგი შანსი აქვს პაუ კუბარსისაც, რომელიც ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.
2024 წლის Golden Boy-ს გამარჯვებულის ვინაობა ცნობილი 16 დეკემბერს იტალიის ქალაქ ტურინში გახდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]