ლამინ იამალს დისკმოფრტი აქვს - Cat Radio

"ბარსელონას" ესპანელ ვარსკვლავს ლამინ იამალს დისკომფორტი აწუხებს. ამ ინფორმაციას Catalunya Radio ავრცელებს.
კატალონიის რადიოს ცნობებით, იამალს დისკომფორტი მარცხენა ფეხზე აქვს. ლამინს დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, აქვს თუ არა 17 წლის თავდამსხმელს ტრავმა.
იამალის ესპანეთი გუშინ ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში (1-0) დანიას დაუპირისპირდა. "ფურია როხას" ახალი ათიანი შეხვედრის დამატებულ წუთებზე შეცვალეს. მან სტადიონი კოჭლობით დატოვა.
Relevo-ს ინფორმაციით, იამალის სერბეთთან თამაში საეჭვოა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]