ჰანსი ფლიკი შჩესნის სევილიასთან ათამაშებს - MD

- თამაშის დრო: კვირა, 20 ოქტომბერი, 23:00
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა გუნდის ახაწვეულთან, ვოიჩეხ შჩესნისთან დაკავშირებით გეგმა შეიმუშავა.
Mundo Deportivo-ს ცნობებით, ფლიკს სურს, 34 წლის კარის დარაჯი გუნდს სწრაფად მოერგოს. გერმანელი სპეციალისტი შჩესნის პირველ მეკარედ განიხილავს, შესაბამისად, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის დაბრუნებამდე ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" კარს სწორედ პოლონელი დაიცავს.
წყაროს ინფორმაციით, ჰანსი ფლიკი გეგმავს, შჩესნი "სევილიასთან" დაპირისპირებაში ძირითად შემადგენლობში დააყენოს.
ეს ნიშნავს, რომ შჩესნის დებიუტი "ბარსელონაში" "სევილიასთან" შეხვედრაში შედგება. ის სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველივე მატჩში ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]