ბარსამ დე იონგისთვის სპეციალური სავარჯიშო გეგმა შეიმუშავა

ბარსამ დე იონგისთვის სპეციალური სავარჯიშო გეგმა შეიმუშავა

"ბარსელონას" ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი სანაკრებო პაუზის პერიოდში სპეციალურად მისთვის შედგენილი სავარჯიშო გეგმით იხელმძღვანელებს.

უკვე ვიცით, რომ დე იონგი ნიდერლანდების ნაკრების განაცხადში არაა, რაც ფეხბურთელს საშუალებას აძლევს, სანაკრებო პაუზა გამოიყენოს და ყურადღება ფიზიკურ გაუმჯობესებაზე გაამახვილოს.

კატალონიური Sport-ის ინფორმაციის თანახმად, ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა დე იონგზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა შეადგინეს, რომელიც 27 წლის შუახაზელს დეტალურად გააცნეს. "ბლაუგრანას" მიზანი ამ გეგმის საშუალებით ისაა, რომ საკლუბო ფეხბურთის განახლებამდე ფრენკის სრულყოფილად მომზადება უზრუნველყოს.

დე იონგი ხუთ თვეზე მეტი დროის განმავლობაში მკურნალობის შემდეგ ახლახან დაბრუნდა. მან 162 დღის გაცდენის შემდეგ პირველად "იანგ ბოიზთან" გამართულ მატჩში ითამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #5 3 ოქტომბერი 2024 21:52
    0
    ძირითადში მოხვედრა მაინც გაუჭირდება. საყრდენი ეს არაა და პედრიც არამგონია ამოაგდოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 3 ოქტომბერი 2024 20:54
    1
    ფორმაში მალე უნდა ჩადგეს, რომ გუნდს მოერგოს და ფლიკმა მონსტრი დააყენოს მისგან.
    ფანი [?]
    #3 3 ოქტომბერი 2024 17:43
    0
    ციტატა: nika 54
    ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა დე იონგზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა შეადგინეს, რომელიც 27 წლის შუახაზელს დეტალურად გააცნეს.
    ეს როგორც ბანკები რო გვთავაზობენ ხოლმე ჩვენზე "მორგებულ" სესხებს?

    Imedia amjerad martla morgebuli igulisxmeba da ara eg
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 ოქტომბერი 2024 17:04
    0
    ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა დე იონგზე მორგებული სავარჯიშო პროგრამა შეადგინეს, რომელიც 27 წლის შუახაზელს დეტალურად გააცნეს.
    ეს როგორც ბანკები რო გვთავაზობენ ხოლმე ჩვენზე "მორგებულ" სესხებს?
    Culé [?]
    #1 3 ოქტომბერი 2024 15:09
    3
    ცოტა დრო დასჭირდება რო ტაქტიკას და სქემას მოერგოს აშკარად ქიმია არააქვს ჯერ რო შემოვიდა უაზროდ მოძრაობდა