ინიგო მარტინესი: გოლის აღნიშვნა დავიწყებული მქონდა

ინიგო მარტინესი: გოლის აღნიშვნა დავიწყებული მქონდა

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა, "იანგ ბოიზთან" შეხვედრაში (5-0) გოლის ავტორმა და ასისტენტმა, ინიგო მარტინესმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გოლითა და 3 ქულით ბედნიერი ვარ. დამავიწყდა, გოლი როგორ აღმენიშნა, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში გატანილი არ მქონდა.

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატით გოლების გატანა ძალიან მნიშვნელოვანია.

უბრალოდ დავიღალე. ტრავმა არ მაქვს, თამაშის გაგრძელება შემეძლო. მომდევნო შეხვედრაში თამაში უპრობლემოდ შემიძლია.

ფლიკის მოსვლისთანავე მისი იდეები ჩემთვის კარგად ცნობილია. თამაშის ამ სტილსა და მაღალ პრესინგს მიჩვეულები ვართ.

ყველა ასპექტის გათვალისწინებით, შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ბედნიერები ვართ და გვინდა, ასე გავაგრძელოთ. სანაკრებო პაუზამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი გვაქვს.

წინასასეზონო მზადების შემდეგ ფლიკმა მითხრა, რომ მენდობა და დავრჩენილიყავი. როდესაც მწვრთნელის ნდობა გაქვს, 200%-ით იხარჯები. თავს ძალიან კომოფრტულად ვგრძნობ და ვცდილობ, გუნდს დავეხმარო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 გუშინ, 00:34
    0
    ხომ არ გავიწყდებათ ესპანეთის ტოპ 3 მცველში იყო ყოველთვის გაცილებით ადრე იყო მოსაყვანი პრაიმ ინიგო მართლა მხეცი იყო ნუ ასაკი ასაკია ყოველთვის და ყველას დაეტყობა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 Wednesday, 14:49
    1
    ეს მაგარი ძმაა მაგრად მევასება

    ციტატა: nika 54
    საინტერესოა, ფლიკმა მოსვლამდე თქვა რო ეს არ გაეშვათ, სად შეამჩნია გუნდში მოუსვლელად რისი უნარები ქონდა ამას ვერ ვხვდები, ჩავიმ რატომ არ შეამჩნია ვითომ ეს არის კარგი მწვრთნელობის მაჩვენებელი?

    ჩავის დროს ტრამვები ჰქონდა ხშირად. ეხლა ჯანზეა და კი დგას კედელივით.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 Wednesday, 13:27
    0
    აუ რა უნედურება რეკლამები იჩითება საიტზე რა არი
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    Culé [?]
    #5 Wednesday, 13:25
    0
    ძალიან მაგარია წელს ინიგო, არაუხოს დაბრუნების შემდეგაც არ გადაჯდება სკამზე ასე მგონია. დაცვაში გაუვალი კედელი იყო და ახლა გოლების გატანასაც თუ გააგრძელებს, საერთოდ მაგარი იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 Wednesday, 13:16
    0
    საინტერესოა, ფლიკმა მოსვლამდე თქვა რო ეს არ გაეშვათ, სად შეამჩნია გუნდში მოუსვლელად რისი უნარები ქონდა ამას ვერ ვხვდები, ჩავიმ რატომ არ შეამჩნია ვითომ ეს არის კარგი მწვრთნელობის მაჩვენებელი?
    წევრი [?]
    #3 Wednesday, 12:03
    2
    არაუხო რო დაბრუნდება კუბარსი უნდა გადაჯდეს სკამზე და ეს და არაუხო დადგნენ კრისტენსენი და კუბარსი შეცვლიამ ხოლმე დაასვენებენ
    Culé [?]
    #2 Wednesday, 11:38
    3
    ცხოველია ამ სეზონში
    გულშემატკივარი [?]
    #1 Wednesday, 10:54
    14
    ამ სეზონში ჯერჯერობით რამოსი ყავს ჩასახლებული ტიპს ისე თამაშობს
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო