ფრენკი დე იონგი: მოედანზე დაბრუნება საუკეთესო გრძნობაა

ფრენკი დე იონგი: მოედანზე დაბრუნება საუკეთესო გრძნობაა

"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა, რომელმაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ "იანგ ბოიზთან" მატჩში (5-0) პირველად ითამაშა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მოედანზე დაბრუნება საუკეთესო გრძნობაა. მადლობა თბილი დახვედრისთვის. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

გუნდი კარგ ფორმაშია. ასე თამაში და გაუმჯობესება უნდა გავაგრძელოთ. ვნახოთ, რამდენად შორს წავალთ.

მინდა, ფანებს აპლოდისმენტებისთვის მადლობა გადავუხადო. ამას არ ველოდი. ძალიან ბედნიერი ვარ.

ვხედავ, რომ სეზონის დაწყებიდან მოყოლებული გუნდი კარგ ფორმაშია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ვითამაშო. მწვრთნელმა იცის, რა შემიძლია.

როდესაც ტრავმირებული ხარ, დაბრუნება ყოველთვის ძნელია. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო და ძალიან რთული ეტაპები გამოვიარე.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 3 ოქტომბერი 2024 00:26
    1
    ციტატა: Rick Sanchez
    საინტერესოა ყველა ნახევარმცველის გამოჯანმრთელების შემთხვევაში რა სამეულით გამოვალთ

    მარკ ბერნალი /პედრი /ოლმო ჩემთვის ეს ყველაზე კარგი ვარიანტია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 2 ოქტომბერი 2024 14:55
    2
    ციტატა: Rick Sanchez
    საინტერესოა ყველა ნახევარმცველის გამოჯანმრთელების შემთხვევაში რა სამეულით გამოვალთ

    პედრი და ოლმო ძირითადია. აი მესამე კაცი უკვე ფლიკმა უნდა შეარჩიოს. ფრენკი და გავი როგორ დაბრუნდებიან ვნახოთ. სანამ ფორმაში შევლენ პედრის გვერდით კასადო იქნება. ფერმინ ლოპესს მე ჯოკერად განვიხილავ. ეგ უეჭველი მიიღებს ხოლმე წუთებს მეორე ტაიმში და შეიძლება ძირითადშიც დააწყებინოს ხოლმე. ფრენკი,გავი და კასადოს მოუწევთ ბრძოლა ადგილისთვის.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 2 ოქტომბერი 2024 13:22
    1
    იქნება ერთი სეზონი მაინც ჩაატაროს უტრამვოდ, სანამ წავა. წასვლით კი ნამდვილად წავა უკვე ცხადია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 2 ოქტომბერი 2024 13:21
    2
    საინტერესოა ყველა ნახევარმცველის გამოჯანმრთელების შემთხვევაში რა სამეულით გამოვალთ
    Culé [?]
    #1 2 ოქტომბერი 2024 11:33
    2
    მთავარია სრულად იყო გამოჯანმრთელებული