ანდრეს ინიესტა კარიერას ასრულებს
"ბარსელონას" ლეგენდამ ანდრეს ინიესტამ 40 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა. Relevo-ს ინფორმაციით, ესპანელი ამის შესახებ 8 ოქტომბერს სპეციალურად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადებს.
ანდრეს ინიესტამ ახალგაზრდული კარიერა 10 წლის ასაკში "ალბასეტეში" დაიწყო, სადაც 2 წელი გაატარა, 12 წლის ასაკში კი "ბარსელონას" შეუერთდა. ესპანელი 2002 წელს "ბლაუგრანას" პირველ გუნდში დააწინაურეს, სადაც 2018 წლამდე ითამაშა და გულშემატკივრებს არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქა. ინიესტამ "ბარსაში" 674 მატჩი ჩაატარა, 57 გოლი გაიტანა და 135 ასისტი მიითვალა, მან კლუბთან ერთად ყველაფერი მოიგო, მათ შორის 4 ჩემპიონთა ლიგა, 9 ლა ლიგა, 3 უეფას სუპერ თასი და 2 მსოფლიო საკლუბი ჩემპიონატი.
2018 წელს ინიესტამ კარიერა იაპონურ "ვისელ კობეში" გააგრძელა, სადაც 5 წლის განმავლობაში ითამაშა და 135 შეხვედრა ჩაატარა. გასულ ზაფხულში ფეხბურთელი არაბულ "ემირეითს კლუბს" შეუერთდა, რომელშიც მხოლოდ 1 სეზონი დაჰყო.
ინიესტა წარმატებული იყო ეროვნულ ნაკებშიც, რომელშიც 134 შეხვედრა ჩაატარა და 2 ევროპის ჩემპიონატი და 1 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. მის ანგარიშზეა "ფურია როხას" ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი - გამარჯვების მომტანი ბურთი ნიდერლანდებთან 2010 წლის მუნდიალის ფინალში.
ანდრეს ინიესტა ფეხბურთელობის შემდეგ მწვრთნელობას აპირებს. მას ნათქვამი აქვს, რომ "ბარსელონას" გაწვრთნას ისურვებდა.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 11 ]