ბარსელონას ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ათეული
გასულ კვირაში ფრენკი დე იონგმა მტკიცედ უარყო ცნობები, თითქოს ის მიმდინარე სეზონში €37 მილიონს გამოიმუშავებს.
"ისინი ამბობენ, რომ €37 მილიონს მივიღებ, რაც აბსურდია! ეს თანხა ძალიან შორსაა იმისგან, რასაც რეალურად გამოვიმუშავებ," - თქვა ნიდერლანდელმა.
გაირკვა, რომ დე იონგი მართალია - Capology-ს თანახმად, ფრენკის ამ სეზონში €25 მილიონი ერგება, ბარსელონას ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი კი რობერტ ლევანდოვსკია, რომელიც €33 მილიონს მიიღებს.
ბარსას ტოპ 10 ფეხბურთელი, რომელიც 2024/25 წლების სეზონში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს:
- რობერტ ლევანდოვსკი - €33 მილიონი
- ფრენკი დე იონგი - €25 მილიონი
- ანსუ ფატი - €13.9 მილიონი
- ჟიულ კუნდე - €13.5 მილიონი
- რაფინია - €12.5 მილიონი
- ფერან ტორესი - €10 მილიონი
- პედრი - €9.3 მილიონი
- დანი ოლმო - €9.3 მილიონი
- ინიგო მარტინესი - €9.3 მილიონი
- ანდრეას კრისტენსენი - €9 მილიონი
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 22 ]