მარკ კასადო და ჰანსი ფლიკი იანგ ბოიზთან მატჩის წინ

მარკ კასადო და ჰანსი ფლიკი იანგ ბოიზთან მატჩის წინ

  • თამაშის დრო: სამშაბათი, 1 ოქტომბერი, 23:00

მარკ კასადომ და ჰანსი ფლიკმა "იანგ ბოიზთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართეს.

მარკ კასადო
ხვალ ფანებს კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. გუნდი მონდომებულია და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.
დე იონგის დაბრუნებაზე ფლიკთან არ მისაუბრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ფრენკი ჩვენს დახმარებას მალე შეძლებს. მისი დაბრუნება გუნდისთვის სასარგებლო იქნება, რადგან რაც უფრო მეტი ფეხბურთელი იქნება ჯანმრთელი, მით უკეთესია.
"ოსასუნასთან" მარცხი ჩვენს განწყობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენ ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს.
ფლიკი ძალიან მეხმარება. ის თავდაჯერებულობას მაძლევს. ჰანსი ზუსტად მეუბნება, თუ რას ითხოვს ჩემგან. მისი მადლობელი ვარ.
ჰანსი ფლიკი
"იანგ ბოიზს" კარგი და სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. ეს კარგად დაკომპლექტებული გუნდია. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოთამაშეებმა იცოდნენ, თუ რა ელით მეტოქისგან.
მე ყველა თამაშის მოგება მსურს და მჯერა, რომ ეს შეგვიძლია. ჩვენ კარგ და სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუ გვინდა რომ მეტოქეების პატივისცემა მოვიპოვოთ, ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ.
ჩვენ პირველ სამ ქულას მოვიპოვებთ. ამისთვის უკეთესი ადგილი არ არსებობს.
ფრენკის დაბრუნება შესანიშნავი სიახლეა. ის მნიშვნელოვანი ფეხუბრთელია.
იქნება თუ არა შესნი პირველი მეკარე? მე იმ ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არ არიან. აქ ძირითადში თამაშის გარანტია არ არსებობს. ეს "ბარსაა".
რადიკალი გულშემატკივრები სტადიონზე არ უნდა დაუშვან. ეს ფეხბურთის ნაწილი არაა. ფანებმა გუნდს მხარი უნდა დაუჭირონ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    Culé [?]
    #9 Tuesday, 21:48
    0
    ტერ შტეგენი
    კუნდე-კუბარსი-ინიგო-ბალდე
    პედრი-კასადო
    იამალი-ტორე-რაფინია
    ლევანდოვსკი

    შეცვლები:

    პედრი-გარსია
    კასადო-გარსია
    ტორე-პაუ ვიქტორი
    იამალი-ფერან ტორესი
    რაფინია-ანსუ ფატი
    --------------------
    ბარსელონა ეს ჩემი ცხოვრებაა


    me miyvars barsa,da meyvareba sicocxlis bolomde.......


    kule samudamod


    alenya the talent, puig isn't the talent.


    ალენია არის ინიესტა ნ2, ხოლო პუჩი-ჩინური ინიესტა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 Tuesday, 16:41
    1
    რადიკალი გულშემატკივრები სტადიონზე არ უნდა დაუშვან. ეს ფეხბურთის ნაწილი არაა. ფანებმა გუნდს მხარი უნდა დაუჭირონ.
    სწორია, მაგრამ არც ვინისიუსის და კურტუას მსგავსი ფეხბურთელების ადგილი არაა მოედანზე, ასეთი უზრდელების ბრალია რასაც პასუხად გამწარებული გულშემატკივრები ტრიბუნებზე აწყობენ.
    ფანი [?]
    #7 Tuesday, 11:38
    1
    ციტატა: Barca1
    როგორც ვიცით სტადიონი გულშემატკივრების ფარეშეიქნება ხო?

    Ara eg gasvlaze crvenastan
    წევრი [?]
    #6 Tuesday, 09:42
    0
    როგორც ვიცით სტადიონი გულშემატკივრების ფარეშეიქნება ხო?
    Culé [?]
    #5 Tuesday, 08:06
    0
    დღესაც თუ ვერ მოიგეს იმ როტაციის აზრი ნული ყოფილა
    Culé [?]
    #4 Monday, 17:53
    4
    ციტატა: DesmondHume
    Evropashi vercerti gundi ver moigebs 9 tamashidan 7-s roca dziritadis RVA fexburteli aklia. Flickma es bavshvebit moaxerxa da rogorgac am saitze xalxi mainc akritikebs 😀

    სიტის უჭირს როდრის გარეშე და კლუბს რომელსაც არც გამთამაშებელი არც დაცვის ლიდერი არც კაპიტანი და მთავარი მეკარე არც ბურთუს ამომტანი არც ჩამშლელი არც პრესინგზს მოთამაშე რომ არ ყავს ლოგიკურია რომ წააგებს რაღაც თამაშებს
    ფანი [?]
    #3 Monday, 17:13
    4
    Evropashi vercerti gundi ver moigebs 9 tamashidan 7-s roca dziritadis RVA fexburteli aklia. Flickma es bavshvebit moaxerxa da rogorgac am saitze xalxi mainc akritikebs 😀
    გულშემატკივარი [?]
    #2 Monday, 17:05
    7
    კასადო ძალიან მომწონს, თითქოს პედრის და გავის უნარები დაბალანსებულად ერთად აქვს აღებული.
    --------------------
    ფეხბურთი მარტივია, მაგრამ რთულია ის მარტივად ითამაშო
    Culé [?]
    #1 Monday, 16:35
    5
    ოსასუნას ჯავრს ამათზე ამოვიყრით, 5-6 გოლს და მარტივ 3 ქულას ველოდები.

    იმედია მეორე ტაიმში როტაციის საშუალებაც იქნება, შემდეგი თამაში 4 დღეში უწევთ ბიჭებს.