ინტერვიუ ფრენკი დე იონგთან: მალე დავბრუნდები

ინტერვიუ ფრენკი დე იონგთან: მალე დავბრუნდები

"ბარსელონას" ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა "ბლაუგრანას" ოფიციალურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც მან სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა.

მკურნალობა
ეს ძალიან რთული პროცესია, რადგან ფეხბურთის თამაში ისაა, რაც ყველაზე მეტად მომწონს. ფეხბურთი ჩემი გატაცებაა. როდესაც ვერ თამაშობ მნიშვნელოვან თამაშებს, ევროპის ჩემპიონატს, "ბარსაში" მატჩებს... ეს ძალიან ძნელი და რთული ეტაპია, რადგან ფეხბურთის თამაში მიყვარს.
ტრავმა
ყოველდღე, როდესაც საწოლიდან ვდგებოდი, კოჭს ვუყურებდი. მენტალურად ძალიან მიჭირდა, რადგან ფეხბურთი მიყვარს. ერთსა და იმავე კოჭზე სამმა დაზიანებამ ფსიქიკური ტრავმა მომაყენა, მაგრამ ამას ვებრძვი და თანდათან თავდაჯერებულობას ვიბრუნებ. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ, მაგრამ კარგად ვარ.
დაბრუნება
დაბრუნების პროცესში ვარ. იმედია, ეს დიდი ხანი არ გასტანს.
ჰანსი ფლიკი
ფლიკი ჩემგან იმავეს ითხოვს, რასაც - სხვებისგან, რომ 100 პროცენტით დავიხარჯო. როცა დავრბუნდები, ვნახოთ, ვითამაშებ თუ არა და სად. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩემი სათამაშო პოზიცია მწვრთნელზეა დამოკიდებული.
ფორმა
ვხედავ, რომ გუნდი ძალიან კარგ ფორმაშია. მოედანზე კარგი ატმოსფეროა, კარგი ენერგია მოდის. ძალიან მინდა, ამ გუნდის ნაწილი ვიყო და შეძლებისდაგვარად ჩემი წვლილი შევიტანო. ვხედავ, რომ ყველა ბედნიერია... მინდა, ამის ნაწილი ვიყო.
ოპერაცია
გამოჯანმრთელების პერიოდში ჩუმად ყოფნა ვარჩიე. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ კლუბმა მითხრა, ოპერაცია უნდა გამეკეთებინა და მე ეს არ მინდოდა. კლუბი, სამედიცინო შტაბი და მე შევთანხმდით, რომ ოპერაციის არგაკეთბა საუკეთესო ვარიანტი იყო. არ მესმის, ასეთი რაღაცები საიდან მოდის. ყველა თანახმაა, რომ ოპერაცია არ უნდა გავიკეთო.
კონტრაქტი
სიმართლე არაა, რომ ჩემი ხელფასი 37 მილიონ ევროს შეადგენს. ეს ძალიან მაღალი რიცხვია, რაც ძალიან, ძალიან შორსაა იმ თანხისგან, რასაც გამოვიმუშავებ. ამ თანხისგან ძალიან შორს ვარ. მესმის იმ ადამიანების, რომელბიც იმედგაცრუებულები არიან, რადგან მათ ჩემზე და კლუბზე ყველა ინფორმაცია არ აქვთ. ამბობენ, რომ დიდ ფულს გამოვიმუშავებ, რომ ოპერაცია არ მინდა, რომ შვებულებაში ვარ და არ ვვარჯიშობ... თუმცა, რეალობა სხვაა. ეს ასე არაა. გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზე ვარ. ეს ძალიან ძნელი პროცესია, კოჭი დელიკატური საკითხია, მაგრამ უკეთესობისკენ მივიწევ და დაბრუნებასთან ახლოს ვარ.
კაპიტნობა
"ბარსელონას" კაპიტნობა დიდი პატივია. როგორც ყოველთვის, მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებ. ვეცდები, კარგი მაგალითი ვიყო თანაგუნდელებისთვის და სხვა ადამიანებისთვის. პირველ რიგში, მთავარია, დავბრუნდე და შემდეგ სხვა ყველაფერი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 Tuesday, 17:06
    1
    ციტატა: Albicelecte
    აქ ისეთი თემაა, რომ საუკეთესო ასაკშია;
    ბოლო პერიოდში არ ჰყავდა შემცვლელი, ცენტრში სეზონზე საშუალოდ, 45-55 მატჩის ჩატარება უწევდა, ნაკრების ჩათვლით, ეს სრულ დროს მოიცავდა;
    ამიტომაა საჭირო როტაცია და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ფიფა-გან იქნება, რომ შეცვლებზე ლიმიტი მოიხსნას;
    ეს,გავი,ფერმინი,ოლმო, ბერნალი... ცენტრში 5 კაცი დამტვრეული, მეტისმეტია...
    მით უფრო, რომ მეტოქე მსაჯიანად გამოდის მოედანზე;
    აი ყველა რომ დაბრუნდება, მცველებიც, მერე იქნება ფლიკის მასტერ-კლასი

    ძალიან ბევრი ლაპარაკი მიდის ფიფა-უეფას მიერ გუნდების და ფეხბურთელების გადატვირთვაზე, იმიტომ რომ გუნდი არ დარჩენილა რომ სრული შემადგენლობა ყავდეს. აქ მე მგონია თამაშების რაოდენობაზე უფრო, მსაჯების უმაქნისობა მოქმედებს. ჰალაზე დადეს ვიდეო ვინისიუსს რო ხელი კრეს და საჯარიმოს გარეთ მოისროლეს, პენალტი იყოო მადრიდელები ყვიროდნენ. და დავეთანხმებოდი, რო ეს პირველი შემთხვევა ყოფილიყო. ეგენი ეტყობა ბარსას თამაშებს არ უყურებენ 17 წლის იამალს, რო ხელის კვრა იქით იყოს და საშინელ დარტყმებს აყენებენ საჯარიმოში თუ მის გარეთ. თან ხელის კვრით არ კმაყოფილდებიან და კისერში წამორტყმასაც აღარ თაკილობენ. წესებით ხელის კვრა არის ჯარიმა და ეს უნდა დასჯადი იყოს. არ ვამბობ რო მხრით თამაში არ შეიძლება, ესეც წესებში წერია და ნებადართულია, მაგრამ სად წერია ფეხბურთელს ბურთით რო გაგექცევა და ვერ ეწევი ხელი უნდა კრაო? ეს თითქოს ინგლისიდან მოსული "ნაღდი ფეხბურთის" წესები გონიათ, მაგრამ არ არის ასე, არ შეიძლება არც ხელის კვრა და არც ფეხის დადება ხელით შეიძლება მეტოქე ჩამოიცილო ბურთისთვის ბრძოლაში და არა მეტოქეს ჩასცხო ბურთის მიღების დროს. საშინელება ხდება მინდვრებზე და ამას არაფერი კარგი არ მოჰყვება. დღითი-დღე უარესდება მდგომარეობა და ყველაზე დიდი უბედურება კი საუკეთესო ფეხბურთელების დატრამვა და მათ ნაცვლად ვინმე ყასბების ყურება გვიწევს მოედანზე.
    ფანი [?]
    #9 Monday, 18:37
    2
    ამნაირი კვატი ფეხბურთელის ხელფასი უნდა იყოს ჰა ჰა გაწი გამოწი მაქსიმუმ 6-7 მილიონი წელიწადში მეტი არა
    წევრი [?]
    #8 Monday, 18:37
    5
    უფრო მეტად უნდა ჩაერთოს ეს კაცი შეტევაში,შეუძლია გოლების გატანა და იმედია დაცვაში ჩაბეტონებული არ ეყოლება ფლიკს😀
    [?]
    #7 Monday, 16:37
    3
    აი ამიტო არ ეშველება ამ გუნდს, ამიტოა დედით ... ლაპორტაც და იყო ბართომეუც, ის რო ტროლებით ებრძოდა მესის ლაპორტა რამეს სხვას აკეთებს? თუ გავრცელდა ტყუილი ინფო სამ სხვადასხვა წყაროზე რომ ამის ხელფასი ლა ლიგაში ყველაზე მაღალია და თუ ეს ამ დროს ტყუილია, რატო არ გააკეთა ერთი განცხადება მაინც ან სქელმა, ან დეკომ ან რომელიმე პირმა რო ტყუილიაო? თUნდაც ოპერაციაზე, რატო არავინ დაწერა სიმართლე? ან ეს რო ამბობს ეგრე არააო, აბა როგორაა, რატო არ ამბობს? გამოდის რო ან ეს ბიჭია დაქნეული და ტყუილების გუდა, ან იმ ჭორებს ლაპორტა ავრცელებს რო წასვლა აიძულოს, როგორც დემბელეს თავის დროზე. თუ უახლოეს პერიოდში ნათელი არ მოეფინა ამის თემას, არ გამოეწუწა ვინმე და სიმართლე არ თქვა, გამოდის რო დეკომ ამის პოზიციაზე შეარჩIა ვინმე თავისი კლიენტი და მოყვანა უნდა. და ამას წასვლას აიძUლებს როგორც დემბელეს უჩალიჩეს რაფინიას პონტში გაშვება. დემბელე რო სამი ასოა ორი აზრიც არაა მარა ფაქტია ბევრი ჭორი იწერებოდა მაგაზეც და მიახვედრეს რო გუნდი გებრძვისო. იგივეს უკეთებენ ფრენკისაც. აბა რეალში რამე მსგავსი მოხდება? მსგავსი 1 ჭორი და ეგრევე მიადუღებს პერესი მთელ ჟურნალს. ამიტოა იქ სუფთა გარემო აქ კიდე საგიჟეთი. ამიტო ვერ დავლაგდებით კიდე დიდ ხანს სულ რო 10 იამალი გამოჩნდეს.
    Culé [?]
    #6 Monday, 16:07
    2
    რა შეცვალა ახლა ამის ნათქვამმა? რას ელოდებოდით? რო გამოვიდოდა და იტყოდა კი, ყველაფერი მართალია, მუქთახორა სლე ვარო? 😀😀
    --------------------
    #infinit8iniesta
    ფანი [?]
    #5 Monday, 15:44
    1
    ხოხ გაიღვიძა თიმლიდმა და დაყარეს ეგრევე პოსტები 🤣
    Culé [?]
    #4 Monday, 15:08
    3
    მგონინესაა ხო მე2 კაპიტანი? და მერე არის რაფინია და პედრი

    როცა კლუბის პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი 2 წელია ხმას არ იღებს ყალბ ინფორმაციაზე თავისი ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელის შესახებ იქ ხო ცხადია ვინაც გამოუშვა ეგ ფეიქ ინფორმაცია 😀
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 Monday, 15:01
    3
    აქ ისეთი თემაა, რომ საუკეთესო ასაკშია;
    ბოლო პერიოდში არ ჰყავდა შემცვლელი, ცენტრში სეზონზე საშუალოდ, 45-55 მატჩის ჩატარება უწევდა, ნაკრების ჩათვლით, ეს სრულ დროს მოიცავდა;
    ამიტომაა საჭირო როტაცია და ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ფიფა-გან იქნება, რომ შეცვლებზე ლიმიტი მოიხსნას;
    ეს,გავი,ფერმინი,ოლმო, ბერნალი... ცენტრში 5 კაცი დამტვრეული, მეტისმეტია...
    მით უფრო, რომ მეტოქე მსაჯიანად გამოდის მოედანზე;
    აი ყველა რომ დაბრუნდება, მცველებიც, მერე იქნება ფლიკის მასტერ-კლასი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 Monday, 14:39
    3
    ძალიან მალე უნდა დაგვიბრუნდეს ძალიან გვჭირდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 Monday, 14:28
    4
    დაბრუნდი და გააჩუმე ჰეითერები ძმა