რეალობა სხვაა - დე იონგის კომენტარი ხელფასთან დაკავშირებით
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ფრენკი დე იონგმა თავის ხელფასთან დაკავშირებით, რომელიც განხილვის საგანი არაერთხელ გამხდარა, კომენტარი გააკეთა.
ნიდერლანდელის თქმით, პრესაში გავრცელებული ცნობები მის ანაზღაურებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.
მესმის, რომ ადამიანები გარკვეულწილად იმედგაცრუებულები არიან, რადგან მათ ჩემზე ან კლუბზე ყველა ინფორმაცია არ აქვთ. სიჩუმე ვარჩიე.
ამბობენ, რომ დიდ ფულს გამოვიმუშავებ, რომ ოპერაცია არ მინდა, რომ შვებულებაში ვარ და არ ვვარჯიშობ... თუმცა, რეალობა სხვაა. ეს ასე არაა.
ჩემი ანაზღაურება? ფიგურირებდა 37 მილიონი ევრო თუ რაღაც მსგავსი, მაგრამ რეალობა ამისგან ძალიან, ძალიან შორსაა.
- განაცხადა დე იონგმა "ბარსას" ოფიციალურ მედიასთან ინტერვიუში.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 16 ]