ჰანსი ფლიკი: წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ

ჰანსი ფლიკი: წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ოსასუნასთან" მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

კარგი თამაში არ იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით. ბევრ როტაციას მივმართეთ და შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა, თუმცა როტაცია აუცილებელი იყო, რადგან ბევრი მატჩის ჩატარება გვიწევს.

წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. 

სანაკრებო პაუზის შემდეგ ბევრი მოთამაშე დაგვიბრუნდება და უფრო მეტი არჩევანი გვექნება.

სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ.

ბევრი ტრავმირებული გვყავს, თუმცა ეს გასამართლებელი მიზეზი არაა. თუ ჩვენს შემადგენლობას შეხედავთ, მხოლოდ სამი ნახევარმცველი გვყავს და ერთი მცველი ნახევარდაცვაში თამაშობს. ეს მარტივი არაა, თუმცა ამ მოცემულობას ვიღებთ.

თუ ვინმეს გაკიცვა გსურთ, მე გამკიცხეთ. მე დავუშვი შეცდომები. ფეხბურთელები გადავტვირთე, დღეს კი მათი დასვენება მოგვიხდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 19 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #19 30 სექტემბერი 2024 19:07
    0
    ჩემი პატივისცემა ფლიკს 👏
    Culé [?]
    #18 29 სექტემბერი 2024 22:42
    0
    ორი წლის წინ რომ ეს სასტარტო შემადგენლობა ეჩვენებინა ვინმეს და ეკითხა ეს რომელი გუნდი არის -ო, ალბათ ვერ გამოვიცნობდი...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #17 29 სექტემბერი 2024 19:30
    3
    მარტო ამ კომენტარის გამო იმსახურებს დაფასებას და არა გინებას.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #16 29 სექტემბერი 2024 15:39
    1
    წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ.
    ჭეშმარიტად, მაგრამ სხვები სად იყვნენ? ან დეკუმ ან ლაპორტან თუნდაც ის მეკარეების მწვრთნელი როა დე ლა ფუენტა, სათადარიგოებთან სულ რო ტრუსებით ზის. ვერ უთხრა არ გამოვა ამ ბავშვებით ასეთ მოტივირებულ გუნდთან თამაშიო?
    Culé [?]
    #15 29 სექტემბერი 2024 13:23
    1
    შეცდომ დაუშვა თუ არა , პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე და გუნდი რომ გადაღლილია ეგეც ფაქტი იყო უკვეე. არაუშავს , ჯობდა ეხლა მიეღო ეს მწარე დარტყმა ვიდრე სეზონის გადამწყვეტ მომენტში. გასაგებია რომ 7-7 თამაში მოიგო და რეკორდებს ვითხოვთ, თუმცა რესურს შევხედოთ, ნახევარდაცვის , მეკარის და დაცვის გარეშე აკეთებს მაგას. სულ რომ სეზონი ჩავაგდოთ, იამალის მოფრთხილების გამო, საერთოდ არა ვარ წინააღმდეგი, საცოდავობა იქნება მაგან რომ პედრივით და გავისავით ტრავმა მიიღოს გადაწვის გამო. 17 წლისაა სულ და ძალიან დიდი რისკია.
    [?]
    #14 29 სექტემბერი 2024 12:49
    1
    ხავიც ხშირად იბრალებდა წაგებებს თავიდან. კი წარმომიდგენია იამალი რო დაეყენებინა და დამტვრეულიყო რა მოხდებოდა. გინებაში სული ამოხდებოდა ფლიკს. მარა მე ის გამიკვირდა ერთიანად რო დაასვენა ამდენი კაცი. ჯობდა რაფინიას ხეტაფეათან დაესვენა დააქ იამალს. აშკარა იყო რო წავაგებდით მარტინი დომინგესი პენია სამოყვარულო დონეა, საყრდენზე გარსია, ტორეც გამოუცდელი. პლიუს მაგათ პაუ, ასევე გამოუცდელი და ტორტზე ალუბალი ტორესი. ამ სასტავით ოსასუნას ვერ მოუგებ გასვლაზე. იმიტომაც ავიდა კუში 2 ზე 1,4 დან. მარა რას ვიზამთ. ეს ხალხი კიდე რით ვეღარ დაბრუნდა. ეს ოჯახმ..ლი ლაპორტა არაფერს ეკითხება ამ ექიმებს?
    ფანი [?]
    #13 29 სექტემბერი 2024 11:50
    5
    იცის ამ კაცმა თავისი საქმე დაუშვა შეცდომა და ადგა ეს კაცი და ამბობს ჩემი ბრალი იყოო აღიარებს შეცდომებს ფლიკი კი არა პეპიც უშვებს და ანჩელოტიც
    აცადეთ ამ კაცს თავისი საქმე
    Culé [?]
    #12 29 სექტემბერი 2024 11:43
    6
    ციტატა: me da barca
    როცა იგებ ნახევრად დალეწილი გუნდით რა კარგი ხარ, საღოლ. წააგებ და წავიდა ლანძღვა-გინება. ასე გაგეკეთებინა, ისე გაგეკეთებინა. იამალს არ ასვენებს, გადაიწვება. დაასვენა, რაღა ახლა მოუნდა. ხეტაფე ისეთი მყრალი გუნდია ძირითადით ძლივს მოვუგეთ 1:0 და იქ რომ წაგვეგო წარმომიდგენია აქ რას დაწერდით. ამან აღიარა მაინც თავისი შეცდომა, მაგრამ მე თუნდაც 1 შემთხვევას ვერ ვიხსენებ ჩავის რომ ეთქვა, ეს ჩემი შეცდომაა და ჩემი ბრალია. სულ თავის მართლების რეჟიმში იყო. ყველას და ყველაფერს აბრალებდა, გარდა საკუთარი თავისა. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და ამ რესურსით, რაც დღეს ყავს 8-დან 7-ს კი არა ზოგი 3 ვერ მოიგებდა. ჯერ არ იცნობს ნორმალურად ლა ლიგას. ეგონა ალბათ როტაციითაც მოიგებდა, მაგრამ შეცდა და წააგო, რაც აღიარა. მიდით და დახვრიტეთ ახლა. აცადეთ ცოტა, დაქცეული გუნდი ჩაიბარა. იმ დაქცეულიდანაც ნახევარი გუნდი არ ყავს და 16-17 წლის ბავშვებით თამაშობს. დრო უნდა ყველაფერს, დრო. ჯადოქარი კი არ არის ჯოხის ერთი მოქნევით ყველაფერი გამოასწოროს.

    ამ კაცის გინება მართლა გაუგებარია, ხავი ამ რესურსით მეხუთე ადგილზე იქნებოდა ახლა
    Culé [?]
    #11 29 სექტემბერი 2024 10:44
    0
    ციტატა: Wtfman123
    ციტატა: cruyff9
    ბიჭო პროსტა ვერ ვიგებ,,სახლში ხეტაფესთან დაგესვენებინა რაღა გასვლაზე დაასვენე,,თუ სახლში წაგებას გასვლაზე წავაგოვო ეგ პონტი იყო?🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️

    იანგ ბოიზთან დაესვენებინა მაგათ ბარსა ბც მოყგებდა ისეთ უბედურ დღეში არიან მაინცდამაინც ეხლა მოუნდა როცა შეიძლება რეალმაც დაკარგოს ქულები და კარგი უპირატესობის შექმნა შეგვეძლო. ან მესმის 2 კაცი დაასვენო ესე მთელ გუნდს რო ცვლი და შეუთამაშებელ ხალხს ათამაშებ ამხელა კაცი უნდა მიხვედრილიყო რო ქულებს დავკარგავდით

    იანგ ბოიზთან ვერ მოგებული თამაში 1-8 ადგილების დაკარგვა იყო უკვე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 29 სექტემბერი 2024 10:38
    0
    KING_BARCA, მოიცა და 7 თამაშის მოგების დროს არიყო სამი ასო ერთი წააგო და სამი ასო გახდა
    Culé [?]
    #9 29 სექტემბერი 2024 09:33
    3
    და აი დადგა ჩემი ნანატრი დაწერილის დროც როდესაც ვთქვი რომ მალე ფლიკის ლანძღვასაც ვნახავდით 🤣🤣🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 29 სექტემბერი 2024 09:19
    17
    როცა იგებ ნახევრად დალეწილი გუნდით რა კარგი ხარ, საღოლ. წააგებ და წავიდა ლანძღვა-გინება. ასე გაგეკეთებინა, ისე გაგეკეთებინა. იამალს არ ასვენებს, გადაიწვება. დაასვენა, რაღა ახლა მოუნდა. ხეტაფე ისეთი მყრალი გუნდია ძირითადით ძლივს მოვუგეთ 1:0 და იქ რომ წაგვეგო წარმომიდგენია აქ რას დაწერდით. ამან აღიარა მაინც თავისი შეცდომა, მაგრამ მე თუნდაც 1 შემთხვევას ვერ ვიხსენებ ჩავის რომ ეთქვა, ეს ჩემი შეცდომაა და ჩემი ბრალია. სულ თავის მართლების რეჟიმში იყო. ყველას და ყველაფერს აბრალებდა, გარდა საკუთარი თავისა. უშეცდომო ადამიანი არ არსებობს და ამ რესურსით, რაც დღეს ყავს 8-დან 7-ს კი არა ზოგი 3 ვერ მოიგებდა. ჯერ არ იცნობს ნორმალურად ლა ლიგას. ეგონა ალბათ როტაციითაც მოიგებდა, მაგრამ შეცდა და წააგო, რაც აღიარა. მიდით და დახვრიტეთ ახლა. აცადეთ ცოტა, დაქცეული გუნდი ჩაიბარა. იმ დაქცეულიდანაც ნახევარი გუნდი არ ყავს და 16-17 წლის ბავშვებით თამაშობს. დრო უნდა ყველაფერს, დრო. ჯადოქარი კი არ არის ჯოხის ერთი მოქნევით ყველაფერი გამოასწოროს.
    წევრი [?]
    #7 29 სექტემბერი 2024 02:31
    1
    ციტატა: cruyff9
    ბიჭო პროსტა ვერ ვიგებ,,სახლში ხეტაფესთან დაგესვენებინა რაღა გასვლაზე დაასვენე,,თუ სახლში წაგებას გასვლაზე წავაგოვო ეგ პონტი იყო?🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️

    იანგ ბოიზთან დაესვენებინა მაგათ ბარსა ბც მოყგებდა ისეთ უბედურ დღეში არიან მაინცდამაინც ეხლა მოუნდა როცა შეიძლება რეალმაც დაკარგოს ქულები და კარგი უპირატესობის შექმნა შეგვეძლო. ან მესმის 2 კაცი დაასვენო ესე მთელ გუნდს რო ცვლი და შეუთამაშებელ ხალხს ათამაშებ ამხელა კაცი უნდა მიხვედრილიყო რო ქულებს დავკარგავდით
    Culé [?]
    #6 29 სექტემბერი 2024 02:30
    19
    გუნდს ნახევარდაცვა, დაცვა და მეკარე არ ჰყავს. იამალსაც ხომ არ გადაწვავდნენ ამდენი თამაშით. მერე ტრავმა რომ მიეღო აქ ამბავი ატყდებოდა მტრისას. ძნელია როტაცია როცა 8 კაცი გაკლია და თან ხალხის დასვენებაც აუცილებელია. გამოაკელი კუნდე და ლა ლიგის ყველაზე ცუდი დაცვა გვყავს.
    წევრი [?]
    #5 29 სექტემბერი 2024 02:29
    1
    ციტატა: MESSI 2017
    ციტატა: Wtfman123
    კაი ერთი ვიცით რო შენი ბრალია. მარა შენ ესეთი ბანძი კამანდა აყენო ქულები ვკარგოთ და მერე იძახო ჩემი ბრალიაო ჩვენ რა ხეირი

    როტაციის მნიშვნელობა იცი?😂

    არა შენგან მესმის პირველად
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 სექტემბერი 2024 02:20
    4
    ფაქტობრივად მეკარე არ გვყავს
    --------------------
    --------------Buffon---------------
    -Alves--Pique--puiol--Carlos--
    ---Pirlo-----xavi-----Iniesta---
    Messi---Ronaldinho---C.Ronaldo
    http://www.youtube.com/watch?v=BlovKMAtzx4
    GRANDE GIGI!
    Culé [?]
    #3 29 სექტემბერი 2024 02:10
    0
    ბიჭო პროსტა ვერ ვიგებ,,სახლში ხეტაფესთან დაგესვენებინა რაღა გასვლაზე დაასვენე,,თუ სახლში წაგებას გასვლაზე წავაგოვო ეგ პონტი იყო?🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️
    Culé [?]
    #2 29 სექტემბერი 2024 02:09
    5
    ციტატა: Wtfman123
    კაი ერთი ვიცით რო შენი ბრალია. მარა შენ ესეთი ბანძი კამანდა აყენო ქულები ვკარგოთ და მერე იძახო ჩემი ბრალიაო ჩვენ რა ხეირი

    როტაციის მნიშვნელობა იცი?😂
    წევრი [?]
    #1 29 სექტემბერი 2024 01:42
    2
    კაი ერთი ვიცით რო შენი ბრალია. მარა შენ ესეთი ბანძი კამანდა აყენო ქულები ვკარგოთ და მერე იძახო ჩემი ბრალიაო ჩვენ რა ხეირი