ჰანსი ფლიკი ოსასუნასთან მატჩის წინ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ოსასუნასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ოსასუნასთან" რთული თამაში გვექნება. მათ სახლში 12-დან 10 ქულა აიღეს. როგორც მსმენია, სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო აქვთ, რაც მომწონს.
ცხადია, როტაციას მივმართავთ, თუმცა გამოცდილი ფეხბურთელებიც გვჭირდება, როგორიცაა რაფინია და ლევანდოვსკი. ასევე გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა ინიგო მარტინესი, რომელმაც წინა მატჩში დაზიანება მიიღო.
გავი და დე იონგი კარგ ფორმაში არიან. ხვალ ფრენკი დაისვენებს, რადგან მას ეს სჭირდება.
რაფინიას მოედანზე არ უვარჯიშია, რადგან ვიფიქრე, რომ მას შეეძლო განსხვავებული ვარჯიში ეცადა. ხანდახან ეს ფეხბურთელებისთვის კარგია.
გასულ შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოვახერხეთ, რაც თავდაჯერებულობას გვმატებს. მეკარის სიტუაციას მოგვიანებით განვიხილავთ.
კუნდე თამაშის შემდეგ სავარჯიშოდ მიდის. ეს დაუჯერებელია. კუნდე პროფესიონალია და საკუთარ სხეულს უვლის. ის ყოველთვის განვითარებას ცდილობს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 18 ]