ვოიჩეხ შჩესნი სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის - Sport

34 წლის პოლონელი მეკარის, ვოიჩეხ შჩესნის "ბარსელონაში" გადმოსვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილია. Sport-ის ინფორმაციით, კატალონიურ კლუბში მისი სამედიცინო შემოწმება ორშაბათისთვის იგეგმება.
წყაროს ცნობებით, შჩესნი ამჟამად ფიზიკური აქტივობებითაა დაკავებული და თავდაუზოგავად ვარჯიშობს. ივარაუდება, რომ პოლონელი კარის დარაჯი "ბარსაში" სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის და მას სურს, ამ დროისთვის საუკეთესო ფორმაში იყოს.
შჩესნი, დიდი ალბათობით, სანაკრებო პაუზის შემდეგ "სევილიასთან" 20 ოქტომბერს გასამართი მატჩისთვის უკვე მზად იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]